უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად კიევსა და უკრაინის 12 ოლქში ხანძრის 30-ზე მეტი კერა გაჩნდა. ამასთან, კიევის, ლვოვის, სუმისა და ტერნოპოლის რაიონებში 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

10 ოქტომბერს დილით, რუსეთმა ინტენსიური სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დაიბომბა დედაქალაქი კიევი.

მსგავსი თემები