,,რაც უფრო მეტი უკრაინელი მოიხმარს ელექტროენერგიას გონივრულად, მით უფრო სტაბილურად იმუშავებს ჩვენი ენერგოსისტემა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის გონივრულად მოხმარებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა აღადგინონ ელექტროენერგიის ნორმალური წარმოება და მომარაგება.

„ტერორი აუცილებლად იღებს გლობალურ პასუხს. რუსული ტერორის პირდაპირობა მხოლოდ უბიძგებს ყველას უფრო მეტი სიმტკიცისკენ. რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ ელექტროენერგიის ნორმალური წარმოება და მომარაგება. ჩვენ გვჭირდება, რომ ელექტროენერგია ჰქონდეს ყველა ოჯახს, რუსული ტერორის გამოვლინების მიუხედავად. ჩვენ გვჭირდება, რომ ენერგიით უზრუნველყოფილი იყოს ყველა ჩვენი სახლი, ყველა ოლქში. ამიტომ ახლა საჭიროა ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება.. არსებობს ენერგოსისტემაზე პიკური დატვირთვის საათები – 17-დან 22 საათამდე. ძალიან გთხოვთ, ამ პერიოდში მოიხმარეთ ელექტროენერგია ისე, რომ არ გადაიტვირთოს ენერგოსისტემა. რეცხვა, უთოობა, რემონტი და სხვა ელექტრომოწყობილობების გამოყენება, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარს, გთხოვთ, გადაიტანეთ 17 საათამდე ან 22 საათის შემდეგ. დიდი თხოვნაა. რაც უფრო მეტი უკრაინელი მოიხმარს ელექტროენერგიას სწორედ ასე, მიტ უფრო სტაბილურად იმუშავებს ჩვენი ენერგოსისტემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები