მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას ირაკლი კობახიძე ტაქტიკურ მანევრს უწოდებს

განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას ემიჯნება, მმართველი გუნდი ტაქტიკურ მანევრს უწოდებს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საიდუმლო ნიკა მელიამ გასცა.

„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე – არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები