,,რუსეთი შეეცდება, არა მხოლოდ მაქსიმალურად შეუზღუდოს გაზის მიწოდება ევროპას, არამედ სრულად შეუწყვიტოს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის გადაწყვეტილებას, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად, საშიშ პრეცედენტს უწოდებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთი შეეცდება, არა მხოლოდ მაქსიმალურად შეუზღუდოს გაზის მიწოდება ევროპას, არამედ სრულად შეუწყვიტოს.

„ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება, არა მხოლოდ მაქსიმალურად შეუზღუდოს გაზის მიწოდება ევროპას, არამედ სრულად შეუწყვიტოს. სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, ეს უკვე პროვოცირებულია. ასეთ პირობებში ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც სტიმული სამომავლო უფრო ძლიერი ზეწოლისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების გადახედვა. რუსეთი ენერგოსფეროში არასდროს თამაშობდა წესებით და არც ახლა ითამაშებს, თუ არ დაინახავს ძალას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელი გაზსადენით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით  გაზის მიწოდება,  ტექნიკური სამუშაოების გამო  შეწყვიტა.

მსგავსი თემები