„ბედნიერი ვარ, რომ არის გეგმა, პოლიტიკური ნება“ – ევროდეპუტატი საქართველოს „საშინაო დავალებაზე“

​ევროპარლამენტარ მარკეტ გრეგოროვას განცხადებით, ის კმაყოფილია, რომ საქართველო მზადაა 12 პუნქტიანი „საშინაო დავალების“ შესასრულებლად და ეს გეგმა რომ არსებობს.

„ეს არის პირველი ნაბიჯი. მე გავეცანი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად. მომეწონა, კმაყოფილი ვარ, რომ გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ოპოზიციის მონაწილეობა.  იმედი მაქვს, რომ პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება, ნამდვილად ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას“, – აცხადებს ევროპარლმენტარი.

გრეგოროვა ყველა მხარეს ჩართულობისკენ მოუწოდებს, რომ საერთო მიზნის მიღწევა მოხდეს.

„მოვუწოდებდი ყველას  მეტი თანამშრომლობისკენ. პრაქტიკაში სირთულეები შეიძლება, იყოს. ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ყველა არ იქნება მზად, გეგმა ფურცელზე დარჩება“ – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

 

მსგავსი თემები