აშშ-ში მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

ამერიკის დამოკიდებლობის დღეს, საზეიმო აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. 6 დაღუპული და 24-ზე მეტი დაშავებული – ასეთია ამ ეტაპზე  ჰაილენდ-პარკში მომხდარი სროლის შედეგი.

სამართალდამცველებმა  ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, რომლითაც სროლა განხორციელდა. შემთხვევა ჩიკაგოსთან მოხდა. დამნაშავე დაკავებულია. ის 22 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა.

აღლუმი სროლის დაწყებიდან 10 წუთში შეწყდა.

 

მსგავსი თემები