უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას  339 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას  339 ბავშვი ემსხვერპლა, 614-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 335, ხარკოვის ოლქში – 179, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 57, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 31, სუმის ოლქში – 17.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია, შესაბამისად აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

მსგავსი თემები