სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა

  •  

დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა.

საქათველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა. მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება. სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. I like the valuable information you provide in your articles.

  4. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  5. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.

  6. This site was… how do you say it? Relevant!! Finally I have found something that helped me. Kudos!