,,საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა, ეს ძალიან მკაფიოა”- ლატვიის თავდაცვის მინისტრი

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა და თითოეული ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან, პოტენციური საფრთხის ქვეშაა.

ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ალიანსის სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს, ევროპულ სტაბილურობასა და უსაფრთხოების მომავალს.

„ამ ეტაპზე, არ მქონია ორმხრივი საუბარი ქართველ კოლეგასთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი არსებულ ვითარებაზე უკრაინაში. უკრაინა იბრძვის ჩვენს ომში და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უფრო დიდი დახმარება, მეტი სამხედრო, აღჭურვილობითი დახმარება უკრაინისთვის. საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა. ეს ძალიან მკაფიოა. თითოეული ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან პოტენციური საფრთხის ქვეშაა. სწორედ ამიტომაა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი წევრიანდებიან ნატო-ში არა იმიტომ, რომ სხვა საქმე არაფერი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ესმით, საფრთხის ქვეშ არიან. თუ როგორ ვიმოქმედებთ ახლა, ამაზეა დამოკიდებული ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მომავალი და ეს მხოლოდ სიტყვები არაა. დასავლური საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ხანდახან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ რამეს მოვიმოქმედებთ, ამან შეიძლება, გაამწვავოს ან პროვოცირება გაუკეთოს რუსეთს, მოიმოქმედოს ნებისმიერი რამ. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად პროვოცირებას ვუკეთებდით რუსეთს იმით, რომ არაფერს ვმოქმედებდით. რადგან როდესაც ჩვენ სწორად არ ვრეაგირებთ საქართველოში შეჭრაზე, ყირიმში შეჭრაზე, ჩვენ პროვოცირებას ვუკეთებთ რუსეთს, მეტად იმოქმედოს, რადგან, როგორც გახსოვთ, როდესაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა 24 აგვისტომდე მოკლედ თქვა, შეხედეთ მეგობრებო, ჩვენ შევიჭერით საქართველოში, დასავლური საზოგადოება სანქციებს გვიწესებს და შემდეგ ისინი დაიღალნენ, უკან მოცოცდნენ ძველი ცხოვრებისთვის. შეხედეთ „გარდიანის“ პუბლიკაციას გუშინ, გუშინ წინ დასავლეთში ხალხი უკვე დაღლილია, მათ მშვიდობა სურთ, მათ არ ადართებთ, ვინაა დამნაშავე. მათ სურთ გაზი, მათ სურთ საკვები, მარცვლეული და არ ანაღვლებთ სამართლიანობა, არ ანაღვლებთ ღირებულებები მრავალმხრივ, ეს მტკიცე სტატისტიკაა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ასეთი ტიპის აზროვნება. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ჩაგვრის, აგრესორის შეჩერება, მას თვალებში უნდა ჩავხედოთ, ვუთხრათ, რომ ასე ვერ გააგრძელებს და ჩვენ შეგებრძოლებით. ეს არის ერთადერთი ვარიანტი“, – განაცხადა არტის პაბრიკსმა.

მსგავსი თემები