,,გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში”- დავით სერგეენკო

საქართველოს პარლამენტი ვიცე-სპიკერი 16, 18 და 20 ივნისის დაგეგმილ აქციებს ეხმიანება. სერგეენკოს თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან მოძახილი მოწოდებებით იმართოს.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და ამას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში. უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება – არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა საზოგადოებასთან ანგარიშგებით უნდა გადაწყვიტოს, ქუჩაში უნდა გადაწყდეს, რაც ცალსახად არასწორი მგონია”, – განაცხადა დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„ეს არის ჩვენი არჩევანი და ამ გზაზე უნდა ვიაროთ. სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური მაქვს, მაგრამ თუკი რაიმე მიზეზით რაღაც სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ ვუშვებ იმას, რომ ევროპული მიმართულებით სვლაზე ხელი უნდა ავიღოთ – არა, უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ”, – აღნიშნა სერგეენკომ.

მსგავსი თემები