,,კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთი გლობალური სასურსათო კრიზისის შექმნაში დამნაშავეა. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა  უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ.

„რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი ბოროდიანკაში, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკეები ჩაიდინეს – სამხედრო დანაშაულები, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან. იმისათვის, რომ მათ პასუხი ვაგებინოთ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვეხმარებით ამ სამხედრო დანაშაულების მტკიცებების შეგროვებაში. დაუსჯელობა გამოსავალი არ არის. ბატონო რუსეთის ელჩო, მოდით, გულწრფელი ვიყოთ. კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის ომის დრამატული შედეგები ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ეს იწვევს სურსათის გაძვირებას, ადამიანებს აღარიბებს და მთელი რეგიონების დესტაბილიზაციას ახდენს. მხოლოდ რუსეთია სრულად პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე, კრემლის სიცრუისა და დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები