,,ყველას ძალიან უნდა, მაქსიმალურად გვიბიძგონ ჩვენთვის არასასურველი შედეგისკენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ, არამომგებიანი შედეგებისკენ უბიძგებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

„არანაირი მოლაპარაკებები გეგმების შესახებ მე არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები დღეს ნულის დონეზეა. ყველას ძალიან უნდა, მაქსიმალურად გვიბიძგონ ჩვენთვის ნამდვილად არასასურველი შედეგისკენ, რადგან ჩვენთვის ჯერ არაფერი უკითხავთ, ხოლო მომგებიანია ამა თუ იმ მხარისთვის, რომლებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს სურთ რამე შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება რამე შედეგი ჩვენთვის. ამ ომის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული სტრუქტურები ჩვენთვის დადებითი შედეგებით, მე მათთან არ განმიხილავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები