,,პოლიტიკური დევნის მაგალითი არის ნიკა გვარამია” – რომან გოცირიძე

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბრეგაძისგან ელოდება პასუხს კითხვაზე – რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა უფლებების დაცვის კუთხით.

„იუსტიციის მინისტრს აქვს შეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური დევნა არის ის რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. პოლიტიკური დევნის მაგალითი აგერ არის, სულ ბოლო ნიკა გვარამიას სახით და მანამდე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის სახით. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში მისი დაბარება იყო ლოგიკური“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები