,,რუსები საცხოვრებელ უბნებს უწყვეტად ესხმიან თავს”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, 26 მაისს ოკუპანტებმა სევეროდონეცკში შესვლა სცადეს და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.

გაიდაის ინფორმაციით, სევერეოდონეცკზე თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

,,სევეროდონეცკის მცხოვრებლებს უკვე დაავიწყდათ, როდესაც ქალაქში სიჩუმე დამყარდა მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში. რუსები საცხოვრებელ უბნებს უწყვეტად ესხმიან თავს”, – აცხადებს გაიდაი.

რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს შევჩენკოვსკის, კიევის რაიონებს და ხარკოვს. დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო 17 დაიჭრა, მათ შორის არის 9 წლის ბავშვი.

მსგავსი თემები