,,პუტინი არ იძლევა თანხმობას, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი აზოვსტალის დამცველები”- ანა მალიარი

აზოვსტალის დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა,” – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, თუმცა ზუსტი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.

ამასთან, ანა მალიარმა აღნიშნა, რომ ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და ბლოკადის განხორციელება  შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.

„ჩვენ შევძელით ამის გულწრფელად თქმა ახლობლებისთვის, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება.  ის წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში – მოდი, გავაკეთოთ ეს, მოდი გავაკეთოთ ის – რეალურად უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ იძლევა თანხმობას, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ ჩვენი აზოვსტალის დამცველები. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გადავარჩინოთ აზოვსტალის დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავს უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა რუსული ჯარის დიდი რაოდენობის კონცენტრირებას იწვევს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში“, – აღნიშნა მალიარმა.

მსგავსი თემები