,,ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, ოკუპანტებს დღემდე არ სურთ, აღიარონ მარცხი და მათი ე.წ. „სპეცოპერაციის“ ჩავარდნა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დღევანდელი რუსული სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონზე,  გულიაპოლის,  სევეროდონეცკისლისიჩანსკის, დონეცკის რეგიონის ქალაქებისა და თემების დაბომბვა – ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცები ამ ბოროტებას რუსეთში წაიღებენ. ასე დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ციებ-ცხელება, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად ვხედავთ. და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, ვინც ამ დროს აახლოებს. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ პარტნიორებმა, მიიღონ ყოველკვირეული გადაწყვეტილებები, რომლებიც ზღუდავს რუსეთის კავშირებს მსოფლიოსთან. ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის მატება – ეს მუდმივად იგრძნონ. ახლა, პირველ რიგში, ეს არის ნავთობის ემბარგო. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება. და ეს არ შეიცვლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები