ვირუსით 3 840 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 075  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 840  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 692   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  19.13%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 616 159-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 19.67%.

 

მსგავსი თემები