ვირუსით 26 320 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 84 658 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  31.09%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 226 444.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.40% ხოლო 7 დღის მანძილზე – 26.38%.

მსგავსი თემები