რუს ტყვეებს სამშობლოში დაბრუნება არ სურთ

უკრაინის ვიცე-პრემიერის  ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუს ტყვეებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, რუსეთში  დაბრუნება არ სურთ. „ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ 562 რუსი სამხედრო ჩაიგდო ტყვედ, რომლებსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ვეპყრობით. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარიც“ – აცხადებს ირინა ვერეშჩუკი. მისივე განცხადებით, ტყვეების უმრავლესობა წინააღმდეგია, რუსეთში დაბრუნდეს. „ტყვეები ასაკით საკმაოდ პატარები არიან და ამბობენ, რომ არ სურთ იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელმაც უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახოცად გამოგზავნა. შეთანხმება ტყვეების გაცვლის თაობაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ – აღნიშნა ვერეშჩუკმა.    

მეტი...

უკრაინაში მაიორი მოკლეს, რომელიც აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

უკრაინაში კიდევ ერთი მაიორი მოკლედ. რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინცი მოკლეს უკრაინელმა მებრძოლებმა მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა დაბომბვებს უკრაინაში. მოკლული მაიორი 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა და საქართველოს ტერიტორიებს ბომბავდა. უკრაინაში კიდევ ერთი გენერალი მოკლეს

მეტი...

„გლოვოს“ ოპერატორი ავტობუსს შეეჯეხა

თბილისში ავარია მოხდა. სწრაფად მიმავალი „გლოვოს“ ოპერატორი #51 სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო ავტობუსის საქარე მინა მთლიანად ჩაიმსხვრა. „მოტოციკლეტისტი“ გადარჩა.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ბახვა ჩიქობავა ოკუპანტების ტყვიამ მარიუპოლის შეტაკებისას იმსხვერპლა. მებრძოლი აგვისტოს ომის მონაწილეა. ბოლო ორ დღეში, უკრაინაში სულ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში გარდაცვლილი ქართველებისთვის პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გაიმართა  

მეტი...

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველებისთვის პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან გვირგვინები და ორი მებრძოლის – გია ბერუაშვილისა და დავით რატიანის ფოტოები მიიტანეს. საქართველოს მოქალაქეებმა პატივი მიაგეს ორი ქართველი მებრძოლის უკრაინაში გარდაცვალებას. პარლამენტთან უკრაინის ელჩი იდორ დოლგოვი (რომელიც დროებით გაწვეულია ქვეყნიდან) და საელჩოს თანამშრომლებიც მივიდნენ. დოლგოვმა დაღუპულთა სურათებთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველის გარდაცვალების შესახებ. 6 ქალაქი, უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივს მიაგებს

მეტი...

მსოფლიო მასობრივი შიმშილობის საფრთხის წინაშე დგას

რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოს შიმშილობა ემუქრება. ამ განცხადებას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში აკეთებს და კრიზისის რეალობაზე საუბრობს. „რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“, – აცხადებს გუტიერეში.  

მეტი...

ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 643 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 67, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

ვირუსით 849 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 286 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 849 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.19%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 641 399-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.87%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 596 779-მდე.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი გენერალი მოკლეს

უკრაინის ქალაქ ჩერნობაევკაში ოქკუპანტი ქვეყნის გენერალი გაანადგურეს. გენერალ ანდრეი მორდვიჩევის სიკვდილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრო ადასტურებს. მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში 5 გენერალი დაკარგა. „ჩერნობაევკაში მეხუთე გენერალი გავანადგურეთ. ეს გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევია, ერთ-ერთი რუსული არმიის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებდა ვითარებაზე დონბასში“ – აცხადებს დენისენკო.  

მეტი...

მსოფლიო პარლამენტარები ზელენსკის ტაშს უკრავენ, საქართველოს პარლამენტში კი მას არ მოუსმენენ

ამერიკის  შეერთებული შტატების კონგრესი, გერმანიის ბუნდესტაგი, ევროპარლამენტი, ბრიტანეთის პარლამენტი ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც საომარ მოქმედებებში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის ფეხზე წამოუდგნენ, ვირტუალურ ჩართვას მიესალმნენ და რამდენიმე წუთი მქუხარე ტაშით შეხვდნენ. მომავალ კვირას, უკრაინის რეზიდენტს მოუსმენენ შვეიცარიაში,  ისრაელში, იტალიაში, იაპონიაში. მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს პარლამენტი ვერ მოხვდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლოდიმირ ზელენსკის საკანონმდებლო ორგანოში ჩართვასა და მოსმენაზე უარი განაცხადა.  

მეტი...

შარლ მიშელის ინიციატივით, უკრაინის სოლიდარობის ფონდი შეიქმნება

უკრაინის გადასარჩენად, აღსადგენად, ომის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის „უკრაინის სოლიდარობის ფონდი“ შეიქმნება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ეს საჭიროა ძირითადი სერვისების დასაკმაყოფილებლად. „მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებას და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ფონდი  გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისათვის. პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, – აცხადებს შარლ მიშელი. შარლ მიშელი ასევე აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკისაც ესაუბრა.  

მეტი...

6 ქალაქი, უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივს მიაგებს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლების –  გია ბერუაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას დღეს, საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ. როგორც ელენე ხოშტარია ავრცელებს ინფორმაციას, საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში. „დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს. ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. 15:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში პატივი მივაგოთ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.…

მეტი...

,,მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია” – ზელენსკი სხვადასხვა ქვეყანას მიმართავს

საომარ მოქმედებებში უკრაინის პრეზიდენტი გეგმავს, მომავალ კვირას, რამდენიმე ქვეყანას ვირტუალურად მიმართოს. პრეზიდენტის თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მსოფლიოს მეტად ესმოდეს უკრაინის. ,,უახლოეს დღეებში, მე გავაგრძელებ მსოფლიოს ერებისთვის მოწოდებას. იგეგმება ჩემი მიმართვა შვეიცარიის ხალხისა და სახელმწიფოსადმი. ასევე იგეგმება მიმართვები ისრაელის, იტალიისა და იაპონიისადმი. მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია. მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენს დამცველებს, უკრაინის დამცველებს”, – აღნიშნა  ზელენსკიმ.  

მეტი...

„რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად“ – ზელენსკი

„დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და შედეგიან მოლაპარაკებებს ითხოვს. ,,ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით მოლაპარაკებებს ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ დიალოგს, ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს მშვიდობისთვის, არა მხოლოდ შემოჭრის 23 დღის განმავლობაში. მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა, საუბრის დროა, დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში. მან მოსკოვში, ყირიმის დაპყრობის წლისთავთან…

მეტი...