მსოფლიო მასობრივი შიმშილობის საფრთხის წინაშე დგას

რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოს შიმშილობა ემუქრება. ამ განცხადებას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში აკეთებს და კრიზისის რეალობაზე საუბრობს.

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“, – აცხადებს გუტიერეში.

 

მსგავსი თემები