ექიმები კოვიდვითარების გაუარესების მოლოდინში არიან

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, არის  მოლოდინი, რომ შემთხვევები კიდევ გაიზრდება, რაც საწოლფონდების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის. ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია, ვაქცინირებულთა რაოდენობა შესაბამის ნიშნულამდე მივიდეს:

“ჩვენ ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას და რეალურად, ქვეყანაში არის შემდგომი ტალღის გავრცელება და მიმდინარე თვეები იქნება საკმაოდ მაღალი გავრცელებით, რაც გააჩენს იმის საშიშროებას, რომ გადაიტვირთოს საწოლფონდები. ვაქცინებულთა რაოდენობის მატება არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რათა მივაღწიოთ დამცველობით, ე.წ პოპულაციურ იმუნიტეტს და თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გართულებული შემთხვევები,” – აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

მსგავსი თემები