6 ქალაქი, უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივს მიაგებს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლების –  გია ბერუაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას დღეს, საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.

როგორც ელენე ხოშტარია ავრცელებს ინფორმაციას, საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში.

„დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს. ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. 15:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში პატივი მივაგოთ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას. თბილისი – 15:00 საათზე, პარლამენტის წინ; ბათუმი – 15:00 საათზე, ერას მოედანზე; ზუგდიდი – 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე; თელავი – 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე; სამტრედია – 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე; ფოთი – 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

 

მსგავსი თემები