ვირუსით 849 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 286 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 849 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.19%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 641 399-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 596 779-მდე.

მსგავსი თემები