„ძველი გვარდია“ ისევ გამოძახებულია – ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი ამოცანა

„ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ, ველზე არ უნდა მიატოვო“ – ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ე.წ. ძველ გვარდიელებზე, რომლებიც პარტიისთვის ისევ ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აცხადებს, მისი მთავარი ამოცანა ყველას კონსოლიდაცია და 2020 წლის არჩევნებისთვის გაძლიერებაა. “ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მაქსიმალური მობილიზება ამომრჩევლის, ჩვენი პარტიული აქტივის. სრული გაერთიანება და კონსოლიდაცია ჩვენი ხალხის, ძველების, ახლების, ახლების გარდა, კიდევ უფრო ახლების. პარტიის თავმჯდომარის და ჩვენი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალური გააქტიურება მოხდეს პარტიის, ამ პროცესში ჩემი როლი იქნება ერთ-ერთი გამოკვეთილი“, – აცხადებს ღარიბაშვილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი…

მეტი...

„განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, რაღაცაშია პრობლემა“ – ღარიბაშვილი ბესელიაზე

ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნისთვის – ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეკა ბესელიასა და მისი ე.წ. გუნდელების ქმედებები აუხსნელია, როგორ ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ეკა ბესელია თავისუფალი არ არის. „ჩემთვის, პირადად, ეკას ქმედება აუხსნელია. ასეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის. რაღაცაშია პრობლემა. აღარ მაქვს მასთან კომუნიკაცია. დღეს მქონდა მიმოწერა, ის მიესალმება ჩემს დაბრუნებას. მე მაქვს ის განცდა, რაზეც ვისაუბრე. იმიტომ, რომ როცა შენ აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალურად იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალურად. არცერთი მთავრობა, არცერთი პარტია და არცერთი ხელისუფლება იდეალური არ არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე…

მეტი...

თბილისში, ილუზიების მუზეუმი გაიხსნება

თბილისის, ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, კერძოდ, ბეთლემის ქუჩის N10-ში, 9 მარტს, ილუზიების მუზეუმი გაიხსნება. სივრცე ოპტიკურ და ფაზლების ოთახებს გააერთიანებს, სადაც დამთვალიერებელს ოპტიკურ და სხვა ტიპის ილუზიურ თამაშებში ჩართვა შეეძლება. მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს. მუზეუმის კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზე. “ეს მუზეუმი არის, სრულიად განსხვავებული ტიპის, რაც აქამდე გვქონია საქართველოში. მუზეუმში ძირითადად არის შემეცნებითი ექსპონატები, რადგან ილუზია ყველა ადამიანში არის…

მეტი...

მუქარის შემცველი წერილი, მამუკა ხაზარაძემ შუამავლისგან მიიღო – პროკურორი

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი, რომლის შესახებაც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა, მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს არ შეიცავს და გამოძიებას ის, ელექტრონული ვერსიიდან ამონაბეჭდის სახით წარედგინა. ასევე, არ იკვეთება მტკიცებულება, რომ წერილი ნამდვილად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიერ არის შედგენილი და გაგზავნილი, როგორც ამას თავად ხაზარაძე ამტკიცებს.  როგორც არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, გიორგი გახარია მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტარებს შეხვდეს და მათ ყველა კითხვას უპასუხოს. “თავად გიორგი გახარია აცხადებს, რომ წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.  მისივე…

მეტი...

თბილისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთება დაიწყეს

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, თებერვლის ძლიერი ქარების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყეს. ბუხაიძის ქუჩის N36-ში, სადაც 9 ოჯახი ცხოვრობს სტიქიამ სახლის სახურავი დააზიანა.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სახლის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოწესრიგდება.   მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.  აღსანიშნავია, რომ თებერვალში, ძლიერი ქარის შედეგად, ჩუღურეთის რაიონში, 5 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ორ მისამართზე კი, კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა.  სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.

მეტი...

სტერეოტიპების გამო, ქალები ტექნოლოგიის სფეროში ვერ საქმდებიან – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არასათანადო მხარდაჭერისა და სტერეოტიპების გამო, საქართველოში, ქალები და გოგონები ხშირად მეცნიერების და ტექნოლოგიის სივრცის მიღმა რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ძალიან კარგად ითვისებენ ამ საგნებს და ძალიან კარგად სწავლობენ, მათ შორის, ხშირად ბიჭებზე უკეთეს შეფასებებს იღებენ, მაღალ კლასებში აღარ ირჩევენ ამ მიმართულებებს, რადგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებენ და უამრავი სტერეოტიპის გარემოცვაში ხვდებიან. “ამ ყველაფერის გამო, ძალიან ბევრი გოგონა, რომელსაც არაჩვეულებრივი უნარი აქვს ძალიან კარგად დაიმკვიდროს თავი ტექნოლოგიების და მეცნიერების სივრცეში, შორდება ამ სფეროს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრაზე – „Tech4Equality- ტექნოლოგიები თანასწორობისთვის“, სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება…

მეტი...

ბათუმის მერია არაქართული სარეკლამო აბრების წინააღმდეგ ზომების გატარებას იწყებს

ქალაქ ბათუმის მერია უნებართვო გარე ვაჭრობის დახლების, სტანდარტების დარღვევით დაკავებული ტროტუარებისა და საპლაჟო ზოლის მაგიდებისა და სკამებისგან გათავისუფლებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების მფლობელები გააფრთხილეს და სამდღიანი ვადა მისცეს. ბათუმის მერია სარეკლამო აბრების მფლობელებსაც მოუწოდებს დაიცვან კანონი და ობიექტების სარეკლამო დაფებზე წარწერები, მხოლოდ უცხო ენაზე არ დაიტანონ. “უნებართვო გარევაჭრობისა და ტროტუარების შეზღუდვის მონიტორინგის შემდეგ, ბათუმის მერია ქალაქის საპლაჟო ზოლში უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს, აღნიშნული ობიექტების დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს. ობიექტების მეპატრონეებმა გაფრთხილებები უკვე მიიღეს. სამი დღის ვადაში, მათ ობიექტის დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება…

მეტი...

ხვალ პრეზიდენტს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტში მოხსენებით წარდგება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის. „საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. მისივე თქმით, გამოსვლისას პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით…

მეტი...

მოსაწყენი სამშენებლო ღობე მოხატეს – ფოტოკოლაჟი

თბილისის ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი „ლეჩკომბინატის” ტერიტორიაზე შემოვლებული, მოსაწყენი სამშენებლო ღობე, ე.წ სტრიტ-არტის სტილში მოხატეს.  როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მშენებლობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ხოლო დიდი ხნით სამშენებლო ღობის ყურება – მოსაწყენი, ამიტომ გადაწყვიტეს, ღობე სამომავლო პარკის იდეის თემატიკით მოეხატათ. “იმედი გვაქვს, ყველას ერთად მოგვეწონება და გავხალისდებით, სტრიტარტის ხელოვნებით”, – წერია “ლეჩკომბინატის” ფეისბუქგვერდზე.  აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკისა და მუზეუმის მოწყობა იგეგმება.  “ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა საზოგადოებრივ პარკს, რაც ჩვენი აზრით ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო შედეგს მოიტანს. ტერიტორიის წინა ნაწილში, ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს,…

მეტი...

ტკიპების სეზონი იწყება – გაფრთხილება მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ​ ​გაზაფხულზე აქტიურდება ტკიპების სეზონი, ამიტომ,  ფერმერებსა და იმ მოქალაქეებს, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვართ, ურჩევს, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი დაიცვან ტკიპებისგან. მინდვრის სამუშაოების თუ დასვენების მიზნით ბუნებაში ყოფნისას, მაქსიმალურად დაიცვან სხეული და გამოიყენონ რეპელენტები, ანუ დამაფრთხობლები. “ცხოველებს შიშველი ხელით ნუ მოაშორებთ ტკიპებს. იყო შემთხვევა, როცა ფერმერებმა ხელით მოაშორეს ცხოველს ტკიპა. ის იჭყლიტება ხელში და ხდება დაავადების გადამტანი. ტკიპა მოტრიალებით უნდა ამოიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები კანში არ დარჩეს. ტკიპას ნაკბენი იწვევს ყირიმ-კონგოს ცხელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ბუნებაში…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პოზიციები მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს“ – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი მის ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, პოზიციები გაიმყარონ. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთვარში“ აღნიშნა, პარტიის სისუსტე ის არის, რომ ერთიანი ხედვები არ არსებობს. “ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს პერსონალურ დაპირისპირებას არ ვუწოდებდი. უმრავლესობაში უფრო სიღრმისეული პრობლემები არსებობს. ეს არის, ერთიანი ხედვისა და ერთიანი პლატფორმის არარსებობა, რაც ხშირად პერსონალისტური დაპირისპირების პოზიციას იღებს. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიციები, თუ უნდა, რომ მობილიზებულმა და ერთიანმა ორგანიზაციამ გააგრძელოს მუშაობა,” – განაცხადა გია ჟორჟლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი აქტუალური არ არის და ეს საკითხი დღის…

მეტი...

„ქართულ ოცნებაში“ გადაადგილებები დაიწყო

„ქართუ ოცნებაში“ ცვლილებები დაიწყო. კერძოდ დღეს გამართული პოლიტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალი თანამდებობები ექნება. ამ ეტაპზე, ეს სიახლე კი მხოლოდ პარტიის მდივნებს შეეხოთ. „დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოღებულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტ საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი. აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების…

მეტი...

გრიპი ისევ ცირკულირებს, ვირუსების სეზონი აპრილშიც გაგრძელდება – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ​ ​გრიპის ვირუსის კლება შეინიშნება, თუმცა გავრცელების საშიშროება აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ​როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის გავრცელების მაჩვენებელმა დეკემბერში 2,5-ჯერ მოიკლო. დღეს, 100 ათას მოსახლეზე 100-150 ფარგლებში რჩება. გარდა იმისა, რომ მთელი ზამთრის სეზონზე აქტიურად ცირკულირებდა H1N1, უკვე H3N2 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა.  მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში წამოვიდა სხვა ვირუსები: კორონავირუსები, ბოკავირუსები, ადენოვირუსებიც. “პაციენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტიპის ვირუსი დაემართება. გრიპი გრიპია და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა,…

მეტი...

“წითელა არ ჩერდება, წელს 1 ადამიანი დაიღუპა” – პაატა იმნაძე ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელას ვირუსი კვლავ აქტიურია, ის არ ჩერდება და პირველი იანვრიდან დღემდე, დაავადების 2100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც იგივე რაოდენობის შემთხვევები შარშან, მთელი წლის განმავლობაში იყო. წელს, ვირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება.   როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დადებითი ტენდენციაა აცრის პროცესთან დაკავშირებით, მოქალაქეები აქტიურად იტარებენ ვაქცინაციას. ამ დროისთვის, დამატებით, 95 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, იმათ გარდა, ვისაც 1-დან 5 წლამდე ასაკში აცრა ისედაც ეკუთვნის. “ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ეს იქნება თავის დაცვა მათთვის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის დაპარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს. ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მეტი...

გია ჟორჟოლიანი „პატრიოტებში“ „ოცნების“ რჩევით გაერთიანებას სისულელეს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცება – სოციალ დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „პატრიოტების“ ფრაქციასთან გაერთიანების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არც „ქართული ოცნების“ მითითებით გაუკეთებია და არც სხვა ვინმესთან კონსულტაციით. „სისულელეა, რომ ვინმემ რამე მიმითითა ან მირჩია“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“. „ჩვენს ფრაქციაში იყო „ქართული ოცნების“ 2 წევრი. ისინი ჩვენს შეხედულებებს იზიარებდნენ და თანამშრომლობდნენ, მაგრამ თუ ჩვენ მკაფიო განსხვავებულ პოზიციას დავიკავებდით, ამ ადამიანებს თავიანთი არჩევანი უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ, ფრაქციულად საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ გვქონდა. ის, რომ „პატრიორთა ალიანსი“ გადავარჩინეთ, არ შეესაბამება ვითარებას. ისიც, რომ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანებამდე კონსულტაცია მქონდა…

მეტი...

„ხელი არ გაგვიჭრია და სისხლი არ შეგვიერთებია“ – გია ჟორჟლიანი „პატრიოტებში“ გაწევრიანებაზე

 „საპარლამენტო ფორმატი არ ნიშნავს იმას, რომ ხელი გავიჭერით, სისხლი შევაერთედ და ფიც-ვერცხლი ვჭამეთ. დამოუკიდებელი პლატფორმები იქნება, შევიტანთ კანონპროექტებს და ვიმუშავებთ დამოუკიდებლად“ – ასე ახსნა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „პატრიოტთა ალიანსში“ გაერთიანება „მედიაცენტრ მთავარში“. სოციალური საკითხები და პატრიოტიზმი, ეს ის ძირითადი საკითხებია, რამაც „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „პატრიოტთა ალიანსთან“ გააერთიანა. როგორც გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ამ გაერთიანებაში უცნაური არაფერია, რადგანაც საპარლამენტო ცხოვრება ასე მოითხოვდა. „ეს არის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატი და გაერთიანებაში განსაკუთრებით უცნაური არაფერია. სხვადასხვა ფრაქციებში, მათ შორის უმრავლესობაში, სხვადასხვა პარტიის ხალხია გაერთიანებული და რა პრობლემას ხედავთ? ფრაქციას ეწოდება “პატრიოტთა ალიანსი და…

მეტი...

კობა ნარჩემაშვილი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება

საპარლამენტო ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” დაშლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი წევრი, შს ექსმინისტრი კობა ნარჩემაშვილი ფრაქციის გარეშე რჩება. ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი “პატრიოტთა ალიანსს” უერთდება, ბექა ნაცვლიშვილი ფრაქციას და უმრავლესობას გაემიჯნა, შესაბამისად ფრაქციაში 6 წევრი აღარ დარჩა, რათა “სოციალ-დემოკრატების” ფრაქცია შენარჩუნებულიყო.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, ​ის არ აპირებს შეუერთდეს “პატრიოტთა ალიანსს” ან, რომელიც სხვა ფრაქციას, შესაბამისად დამოუკიდებლად განაგრძობს მოღვაწეობას.  “რადგან ის ფრაქცია დაიშალა, რომლის წევრიც მე ვიყავი, არ ვაპირებ მეც ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” შევუერთდე, შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად განვაგრძო მუშაობა. სამომავლოდ რა იქნება, როგორც გადანაწილდებიან დეპუტატები და რა ფრაქციები შეიქმნება,…

მეტი...

შავი, ნაცრისფერი და ლურჯი გამონაბოლქვის გამო ავტომობილები დახარვეზდება

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი გამკაცრდება. არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა. ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან / და ლურჯი. ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც. აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შეიტანა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ავტომობილი რამდენიმე კრიტერიუმით მოწმდება. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გამონაბოლქვში CO-ს მაჩვენებელია. ბენზინის ძრავიან ავტომობილებში CO-ს მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს: კატალიზატორის…

მეტი...

“ქართული ოცნების” N1, N2 და N3 კოჰაბიტანტები ხალხისთვის უკვე ერთი ბუკეტია – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი მიესალმება მმართველი გუნდიდან დეპუტატების, გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის მათ ფრაქციაში გაწევრიანებას. “მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ამიერიდან მოგვეცემა საშუალება ვიმოქმედოთ, როგორც ერთი ფრაქციის წევრებმა, როგორც თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმა მთელ რიგ საკითხებზე”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.  იგი ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში შექმნას განწყობა, თითქოს ხალხი დაიღალა და სამართლიანობისთვის ბრძოლა აღარ აინტერესებთ და განწყობა “ანტინაცი” წარსულს ჩაბარდა. “ძალიან პრიმიტიული წარმოდგენა გქონიათ…

მეტი...