“ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პოზიციები მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს“ – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი მის ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, პოზიციები გაიმყარონ.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთვარში“ აღნიშნა, პარტიის სისუსტე ის არის, რომ ერთიანი ხედვები არ არსებობს.

“ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს პერსონალურ დაპირისპირებას არ ვუწოდებდი. უმრავლესობაში უფრო სიღრმისეული პრობლემები არსებობს. ეს არის, ერთიანი ხედვისა და ერთიანი პლატფორმის არარსებობა, რაც ხშირად პერსონალისტური დაპირისპირების პოზიციას იღებს. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიციები, თუ უნდა, რომ მობილიზებულმა და ერთიანმა ორგანიზაციამ გააგრძელოს მუშაობა,” – განაცხადა გია ჟორჟლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი აქტუალური არ არის და ეს საკითხი დღის წესრიგში არც დადგება.

მსგავსი თემები