“პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იმისთვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი” – თინათინ ბოკუჩავა

  •  

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იმისთვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი ოლიგარქი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გაემიჯნოს წაგების პირას მყოფ „ქართულ ოცნებას“, რადგან „სურს, საერთაშორისო პარტნიორების თვალში ადეკვატური გამოჩნდეს“.

„პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იმისთვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი ოლიგარქი, მით უმეტეს ივანიშვილი, რომელიც დამარცხდება ორ დღეში, რეფერენდუმის მნიშვნელობის არჩევნებზე. ქალბატონი ზურაბიშვილი ფაქტია, რომ ცდილობს, გაემიჯნოს წაგების პირას მყოფ „ქართულ ოცნებას“. მას სურს, გამოჩნდეს მათ შორის ასე თუ ისე ადეკვატური ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რადგან იცის, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა უნდა გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის, შემდეგ კი ვადამდელ არჩევნებში, რომელიც გახდება კოალიციური მთავრობის საფუძველი. ზურაბიშვილს სურს, იმ ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში გარკვეული ადეკვატურობა შეინარჩუნოს, იმიტომ, რომ მას საპრეზიდენტო ვადის დასრულება მოუწევს, მას შემდეგ, რაც ფორმირებული იქნება კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები