„კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ, გლობალურად, ქვეყნები მაღალი რისკის ზონაში მოხვდნენ

  •  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, „ახალი კორონავირუსის“  გავრცელების მხრივ მსოფლიო ქვეყნების კატეგორიები შეცვალა. გლობალურად შეცვლილ კატეგორიაში საქართველოც მოხვდა და მაღალი რისკის ზონაში მოექცა. „კორონავირუსის“ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა,  მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა  თამარ  ობგაიძემ ისაუბრა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ცვლის გავრცელების მხრივ რისკის მატარებელი ქვეყნების კატეგორიას. წინა დღეებში  ეს რისკი იყო ასეთი: ჩინეთის  ტერიტორია იყო ძალიან მაღალი რისკის ზონა, ასევე, მაღალი რისკის ზონებს მიეკუთვნებოდა მიმდებერე ტერიტორია. გლობალურად კი ზომიერი რისკი სახელდებოდა. ბოლო ორი დღეა, ეს მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ,  ჩინეთში კვლავაც რჩება ძალიან  მაღალი რისკი, მიმდებარე რეგიონებში მაღალი, გლობალურად კი რისკი გაიზარდა და სხვა ქვეყნებიც მაღალი რისკის ქვეშ მოექცა“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები