უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო წერს.
მისი თქმით, მიკოლა ბალანთან დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გენერალ-ლეიტენანტი თავს კარგად გრძნობს.
ეროვნული გვარდიის მეთაური თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო დღეების განმავლობაში მასთან კონტაქტის მქონე ყველა პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. მიკოლა ბალანის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას დროებით გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ კონდრატიუკი შეასრულებს.