ლაშა გურული დღეს კუბელ მოკრივეს დაუპირისპირდება

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ქართველი მოკრივე ლაშა გურული, ნახევარფინალში კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება. ტურნირი 19 :00 საათიდან დაიწყება. ლაშა გურულს ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს, თუმცა ის ფინალში გადასასვლელად იბრძოლებს. გურული პირველი ქართველი მოკრივეა, რომელმაც მედალი მოიპოვა.  

მეტი...

აშშ საკუთარ მოქალქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი

ბეირუთში შეერთებული შტატების საელჩო, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი „ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით“ დატოვონ. საელჩომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ლიბანში დარჩენას ირჩევს, უნდა მოამზადონ საგანგებო გეგმები და მოემზადონ დიდი ხნის განმავლობაში თავის შეფარებისთვის. საელჩოში ამბობენ, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა და გააუქმა ფრენები ლიბანის მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის დასატოვებლად ხელმისაწვდომია კომერციული ტრანსპორტის ვარიანტები. აშშ-ის გაფრთხილება მოჰყვა ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას, რომელიც გოლანის მაღლობებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ბავშვისა და მოზარდის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა.    

მეტი...

ვატიკანში პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან

ვატიკანში აცხადებენ, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან. როგორც ვატიკანის მიერ ფრანგულ ენაზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა საყდარი „უერთდება მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში ხმა აიმაღლა, რათა დაგმოს ბევრი ქრისტიანისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეურაცხყოფა“. „პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის. აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, პოულობს ზღვარს სხვა ადამიანებისადმი პატივისცემაში“- ნათქვამია ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ვატიკანის განცხადება უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ, ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძეს დღეს დაკრძალავენ

თენგიზ ცერცვაძეს დღეს დაკრძალავენ. ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს სიონის საკათედრო ტაძრიდან თბილისის დროით ორ საათზე გამოასვენებენ. ქართველ იმუნოლოგს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს საბურთალოს სასაფლაოზეე დაკრძალავენ. თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვალა.

მეტი...

ვარაუდობენ, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს განახორციელებს

„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ. როგორ წერს ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილიას აგზავნის. ვაშინგტონსა და თელ ავივში ფიქრობენ, რომ ირანის შეტევა 13-14 აპრილს თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელბული თავდასხმის მსგავსი იქნება, რა დროსაც ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.  

მეტი...

პარიზის ოლიმპადაზე, ხვალ ლაშა გურული იბრძოლებს

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე, ხვალ 4 აგვისტოს ლაშა გურული იბრძოლებს. ის კრივში, 63.5 წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, კუბელ ერისლანდი ალვარესს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში გურული ფინალში გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გახდება ისტორიაში პირველი ქართველი მოკრივე, რომელიც ბრინჯაოზე მაღალი სინჯის მედალს მოიპოვებს.

მეტი...

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემპიონები გავხდეთ“- ეთერ ლიპარტელიანი

“ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ისტორიული მედალი მომეპოვებინა”- ამბობს ეთერ ლიპარტელიანი , რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე მედალი ვერ მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდეს. “ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ისტორიული მედალი მომეპოვებინა – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემპიონები გავხდეთ“- ეთერ ლიპარტელიანი. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. ფინალურ ბლოკში ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

მეტი...

ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს. შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტრიუმფის” 4 გამშვები დანადგარი.  ასევე სევასტოპოლის პორტში წარმატებით დაიბომბა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“. მოხვედრის შედეგად წყალქვეშა ნავი ადგილზე ჩაიძირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ქარიშხლის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხდებული

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  რადგან სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტროპიკული შტორმი “დები”, რომელიც მექსიკის ყურეში ფორმირდება, ხმელეთთან მიახლოების დროს ძლიერ ქარიშხლად იქცევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამ დროისთვის, ქარიშხალს მე-4 კატეგორია აქვს მინიჭებული. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხმელეთზე გადმოსვლის შემდეგ, ქარიშხალი შენელდება და რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერ წვიმებს გამოიწვევს, რაც ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სავარაუდოდ, წყალდიდობებს გამოიწვევს. ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება ფლორიდის შტატში, ბიგ-ბენდის რეგიონის ნაწილებზე გაიცა. მომდევნო 48 საათის განმავლობაში, ტროპიკული ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება ეხება ფლორიდის მთელ დასავლეთ სანაპიროს, ბიგ-ბენდის სამხრეთით ტამპას, სარასოტას, ფორტ მაიერსს და ნეაპოლს. ამ დროისთვის, ქარიშხალს მაქსიმალური…

მეტი...

მაკრონი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის რეჟისორის მიმართ მოკვლის მუქარას გმობს

საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის მოკვლის მუქარის გამო აღშფოთებულია. მან შეაქო თომას ჯოლი სიმამაცისთვის და განაცხადა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით ყველა ფრანგი ამაყობს. „ფრანგები ძალიან ამაყობენ ამ ცერემონიით. საფრანგეთმა მოახდინა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისუფლების დემონსტრირება“-  განაცხადა მაკრონმა. მანამდე საფრანგეთის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის რეჟისორმა, თომას ჯოლიმ მის მიმართ მოკვლის მუქარის შემცველი გზავნილების გამო სამართალდამცავ უწყებაში განცხადება შეიტანა. ჯოლი აცხადებს, რომ მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მუქარები მიიღო. დაწყებულია გამოძიება. თომას ჯოლის მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს,…

მეტი...

ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ მასობრივი დაკავებები დაიწყო

ირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, მასობრივი დაკავებები დაიწყო. დაპატიმრებულებს შორის არიან ირანის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ასევე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ რეზიდენციის თანამშრომლები, სადაც ისმაილ ჰანიე მოკლეს. ინფორმაციას The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, დაპატიმრებულია სულ 20 ადამიანი. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში ირანელი სამართალდამცავები სწავლობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის აეროპორტებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და თვითმფრინავების მგზავრთა სიებს, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელები, შესაძლოა, ისევ ირანში იმყოფებოდნენ.  

მეტი...

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს

თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.  როგორც ცნობილია, მას  რამდენიმე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმართულებით გაფრენის უფლება არ მისცეს. ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მისმა ცოლმა  სოციალურ ქსელში გაავრცელა. ქართული მედიის ცნობით ჟურნალისტის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სადიგოვი 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა და ექსტრადირების მიზნით დააკავეს.

მეტი...

როგორ ხვდებიან ბუდუ ზივზივაძეს გულშემატკივრები (video)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც ამჟამად „ კარლსრუეში“ თამაშობს სეზონი წარმატებით დაიწყო. ზივზივაძემ 3 გოლი გაიტანა და გუნდს 0:2 დან 3:2 მოაგებინა. მოედანზე მის გამოჩენას გერმანელი გუშემატკივრების დიდი ოვაციები მოჰყვა. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს  ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს გერმანულ კლუბშიც შესანიშნავი დახვედრა მოუწყეს.  

მეტი...

“ეს იყო და არის ტრაგედია, რომელსაც დრო ვერ განკურნავს”- შოვის სტიქიას გადარჩენილი

შოვში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ თარიღს საწაულებრივად გადარჩენილი  დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარს დრო ვერ განკურნავს. “ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რაც თავს დაატყდა რაჭას, ულამაზესი ადგილი რომელიც 10 წუთში აღარ არსებობდა და რომელმაც რაჭაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები შეიწირა… ეს იყო და არის ტრაგედია, რომელსაც დრო ვერ განკურნავს”-  წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურა”- პრემიერი

“რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. „ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს, რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

„გუნდის რამდენიმე ლიდერმა მედლის რეალური შანსი დაკარგა”- ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, გუნდის რამდენიმე ლიდერმა მედლის რეალური შანსი დაკარგა. „ჩემში ბევრი ემოციაა. სიხარულისა და მოწყენის უამრავი საფუძველი მაქვს. ასეთი დაძაბული და სხვადასხვანაირი ემოცია არცერთ შეჯიბრებაზე არ მქონია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ისტორიული შედეგი გვაქვს, გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ყველაფერს ფარავს. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. გვაქვს ორი ვერცხლის მედალი ოქროსთან ერთად. ჩემს უარყოფით ემოციას ისიც იწვევს, რომ დასანანი შეხვედრები დავთმეთ. გუნდის რამდენიმე ლიდერმა მედლის რეალური შანსი დაკარგა, თუმცა ეს სპორტია. ქართული ძიუდო თავის სიტყვას ამბობს, ის მოწინავე…

მეტი...

“რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის აეროდრომზე დარტყმა “საკმაოდ სამართლიანია”. ამის შესახებ, ზელენსკიმ X-ზე დაწერა. “რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ასევე, საკმაოდ სამართლიანია რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა. ჩვენ გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა 600-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყოველდღიური რუსული ტერორი ძლიერი ერთობლივი გადაწყვეტილებით,” – წერს ზელენსკი.  

მეტი...

ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს გმობს

ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს. „გუშინ ღამით, მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ალ-შაბაბმა“ აიღო, ევროკავშირი მკაცრად გმობს. ევროკავშირი სომალის მთავრობისა და სომალელი ხალხის გვერდით დგას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სომალის მიმართ ერთგულებას ადასტურებს“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბაბმა“ აიღო.

მეტი...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში ხვალ ბრუნდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში ხვალ, 4 აგვისტოს დაბრუნდება. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. “კვირას , 21:00 საათზე, ჩვენი სპორტსმენები სამშობლოში ბრუნდებიან. მივულოცოთ მათ და მადლობა გადავუხადოთ, ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

მეტი...

ლანჩხუთში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა

ლანჩხუთში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით ნინი კუკულავა 2 აგვისტოს სახლიდან  გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ახალგაზრდა ქალის ახლობლები საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას სთხოვენ. რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დაკავშირება ტელეფონის ნომრებზე 579 289 973 და 555 233 028

მეტი...

აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა აიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა გამოაქვეყნა. გამოვლინდა აბიტურიენტები, რომლებმაც აღნიშნულ საგანში უმაღლესი ქულა მოიპოვეს. ერთერთი მათგანი ნათია ჯალიაშვილია, რომელმაც სიღნაღის რაიონის წნორის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება – 60 ქულა დაიმსახურა. 60 ქულა მიიღო ნატალია ბეღელურმაც. ის182-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მაქსიმალური ქულა აიღო თათია შარმანაშვილმაც. მან 52-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მაქსიმალური შეფასება მიიღო 52-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თათია შარმანაშვილმა. ბარბარე გულხადარაშვილი კიდევ ერთი აბიტურიენტია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო. მან 207-ე საჯარო…

მეტი...

პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსი ჯაშუშების შვილებმა არ იცოდნენ, რომ რუსები არიან

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული ცოლ-ქმრის ბავშვებმა არ იცოდნენ, რომ რუსები არიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. არტემ და ანა დულცევების 8 და 11 წლის შვილებმა მხოლოდ რუსეთში დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს, რომ ეროვნებით რუსები არიან. მეუღლეები სლოვენიაში ცხოვრობდნენ და არგენტინელებად ასაღებდნენ თავს. „ბიბისი“ წერს, რომ ბავშვები რუსულ ენაზე არ საუბრობენ და საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო ვლადიმერ პუტინი. გავრცელებული ცნობით, წყვილი სლოვენიაში 2017 წელს ჩავიდა. მათ არგენტინული პასპორტები ჰქონდათ. არტემ დულცევს IT კომპანია ჰქონდა, ხოლო ანა დულცევას – ხელოვნების ონლაინ გალერეა. ისინი სლოვენიაში 2022 წელს…

მეტი...

“ნაცვლად იმისა, რომ გარდაცვლილთა სულებზე იფიქრონ, სპეკულაციით სურთ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას“- პაპუაშვილი

„ნაცვლად იმისა, რომ ასეთ დღეებში ერთიანობის ნაწილი იყვნენ ან თუნდაც დღეს, უპირველეს ყოვლისა, იფიქრონ გარდაცვლილების სულებზე, კვლავ სპეკულაციით ფიქრობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. პაპუაშვილი ამბობს, რომ  შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებში ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა. „შარშან, აგვისტოს დღეებში ერის ერთიანობასთან ერთად, სამწუხაროდ, ასევე ვხედავდით ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტობრივად ზურგში დანის ჩარტყმას პროცესისთვის, რაც მიდიოდა. გახსოვთ, რამდენი დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა, გვქონდა ამაზე მაშინ საუბარი. ცხრა…

მეტი...

„წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“- გოდოლაძე

„გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. „გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ…

მეტი...

„ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს“- პრემიერი

„აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში,  დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თელავში, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება. პრემიერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება. „აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“- განაცხადა პრემიერმა. პრემიერი აცხადებს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალები უახლეს დღეებში იქნება ცნობილი

მეტი...

პრემიერი აცხადებს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალები უახლეს დღეებში იქნება ცნობილი

“უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი, გაეცნობა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებს”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოუსმინონ ექსპერტებსაც და დასვან კითხვები. „დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები…

მეტი...

„შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი”- ირაკლი კობახიძე

„შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა შოვში, ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. „ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა…

მეტი...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებს გამოეთიშა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში იტალიასთან  დამარცხდა. ტატამიზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა (57კგ), რომელმაც ოდეტე გიუფრიდა იპონით 19 წამში დაამარცხა – 1:0. შემდეგ იყო ლაშა შავდათუაშვილის შეხვედრა. ოლიმპიური ჩემპიონი 73კგ-ში მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა და ანგარიში გათანაბრდა. იტალია წინ კიმ პოლინგმა გაიყვანა, რომელმაც ეთერ ასკილაშვილს (-70კგ) ასევე იპონით სძლია. ანგარიში 2:2 გახადა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, რომელმაც 90კგ წონით კატეგორიაში კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა. იტალია კიდევ ერთხელ ალის ბელანდიმ (70კგ+) დააწინაურა, მასთან დაპირისპირებაში სოფიო სომხიშვილი არალეგალური მოქმედების გამო ასპარეზობიდან მოხსნეს – 2:3.…

მეტი...

„ჩამოერთვას ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩი სტატუსი”- რა წერილით მიმართეს საერთაშორისო თანამეგობრობას

„ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩი სტატუსი“ – ამ მოთხოვნით კულტურის  სფეროს წარმომადგენლების ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ, იუნესკოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს წერილი გაუგზავენს, რომელშიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარადა ამისა ხაზს უსვამენ, რომ ელისო ბოლქვაძე ე.წ „რუსულუ კანონის“ მხარდამჭერია. “საქართველოს წარმოადგენს ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის ელჩად, რაც არის ნოსესი. ამ ადამიანს ერთი სიტყვა არ უთქვამს კულტურის სფეროს დასაცავად. ის არის ადამიანი რომელიც „რუსულ კანონს“ უჭერს მხარს“- ამბობს ურბანისტი ცირა ელისაშვილი.

მეტი...

ძლიერი წვიმა ჩინეთში-დაღუპულია 30 ადამიანი

ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 35. ინფორმაციას  სახელმწიფო მაუწყებელი CC-TV ავრცელებს. მომეტებული საფრთხის გამო აუცილებელი გახდა ხალხის ევაკუაცია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  

მეტი...

სომალში თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში, მოგადიშოს სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა განახორციელეს, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.    

მეტი...

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან

„პოლიტიკოს“ ცნობით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან. თომას ჯოლიმ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებს თავად მიმართა. საფრანგეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ გააანალიზეს თომას ჯოლისთვის მიწერილი მუქარის შემცველი გზავნილები და ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მომუშავე უწყებას გადაეცა. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, თომას ჯოლის მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა. წარმოდგენას სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. თომას ჯოლის მხარდაჭერა გამოუცხადა პარიზის მერმა, ან იდალგომ. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორმა კრიტიკის ფონზე არაერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენა,…

მეტი...

“უკვე აღარ/ვეღარ ვარკვევ, რომელი “ნაცი” ვის გამოეყო.. საცოდაობაა”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას და მათთან მიმდინარე პროცესებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ბობოხიძეს ხანდახან საუბრის რომელიღაც ნაწილში, და წელიწადში ერთხელ მაინც, ეტყობა, რომ ხალხსა და პოლიტიკას შორის კავშირს ხვდება. ნუ, ცარიელი ინსტინქტით, მაგრამ ხომ ხვდება?! ზოგი მაგასაც რომ ვერ ახერხებთ, ამაშია საქმე. რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე? ომი დავიწყოთ, ესაა საამაყოო და ჩვენ სიკვდილი სახელოვანი გვწყურიაო (თქვენ არ მოუკვდით დედათქვენს, რაც საქართველოსთვის სიკვდილს თქვენ არ აპირებდეთ!). ახლა, გავიდა ცოტა დრო და სრულიად უავტორიტეტოებმა გაიარ-გამოიარეს ხალხში (რაკი არჩევნები მოდის, სმენიათ, რომ ამ დროს ასეა…

მეტი...

„სამი ლეგენდა ერთად“- რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადიდან (video)

ორგზის ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადიან აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს. ამჯერად ის კადრში სნუპ დოგთან და ალ ბანოსთან ერთად გამოჩნდა. ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.  

მეტი...

სროლის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო სალუქვაძე დააჯილდოვა

ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ მონაწილეობა ზედიზედ მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიღო. ამ შედეგით 55 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი კანადელ იან მილართან ერთად თანარეკორდსმენი გახდა. მიღწევის გამო, სროლის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო სალუქვაძეს სიმბოლური ჯილდო გადასცა. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფინალში ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.

მეტი...

„ის კარგი ბიჭია“- რას წერს ტედი რინერი, რომელთანაც შეკამათების გამო თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო

„საქართველოს ჯუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა“- ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტს ფრანგი სპორტსმენი ეხმაურება. ტედი რინერი ამბობს, რომ მასა და ქართველ ძიუდოისტ გურამ თუშიშვილს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. „საქართველოს ჯუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“ | ამბობს ტედი რინერი. შეგახსენებთ, ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის შეკამათება ფრანგი სპორტსმენის ჟესტს მოჰყვა. მომხდარის გამო, თუშიშვილი შეჯიბრს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა და მან ბრინჯაოს…

მეტი...