„ჩამოერთვას ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩი სტატუსი”- რა წერილით მიმართეს საერთაშორისო თანამეგობრობას

„ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩი სტატუსი“ – ამ მოთხოვნით კულტურის  სფეროს წარმომადგენლების ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ, იუნესკოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს წერილი გაუგზავენს, რომელშიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარადა ამისა ხაზს უსვამენ, რომ ელისო ბოლქვაძე ე.წ „რუსულუ კანონის“ მხარდამჭერია.

“საქართველოს წარმოადგენს ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის ელჩად, რაც არის ნოსესი. ამ ადამიანს ერთი სიტყვა არ უთქვამს კულტურის სფეროს დასაცავად. ის არის ადამიანი რომელიც „რუსულ კანონს“ უჭერს მხარს“- ამბობს ურბანისტი ცირა ელისაშვილი.

მსგავსი თემები