უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს. შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტრიუმფის” 4 გამშვები დანადგარი.
ასევე სევასტოპოლის პორტში წარმატებით დაიბომბა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“. მოხვედრის შედეგად წყალქვეშა ნავი ადგილზე ჩაიძირა“, – ნათქვამია განცხადებაში.