აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა აიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა გამოაქვეყნა. გამოვლინდა აბიტურიენტები, რომლებმაც აღნიშნულ საგანში უმაღლესი ქულა მოიპოვეს. ერთერთი მათგანი ნათია ჯალიაშვილია, რომელმაც სიღნაღის რაიონის წნორის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება – 60 ქულა დაიმსახურა.

60 ქულა მიიღო ნატალია ბეღელურმაც. ის182-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მაქსიმალური ქულა აიღო თათია შარმანაშვილმაც. მან 52-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მაქსიმალური შეფასება მიიღო 52-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თათია შარმანაშვილმა.

ბარბარე გულხადარაშვილი კიდევ ერთი აბიტურიენტია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო. მან 207-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.

 

მსგავსი თემები