ქუთაისში, ხანძთელის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს

სუპერმარკეტ ,,გვირილას” თანამშრომლებს დილით მაღაზიის კარის მინა გატეხილი დახვდათ. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია სეიფი, სავარაუდოდ, თანხით და სიგარეტები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები