საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში ხვალ ბრუნდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში ხვალ, 4 აგვისტოს დაბრუნდება. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

“კვირას , 21:00 საათზე, ჩვენი სპორტსმენები სამშობლოში ბრუნდებიან.

მივულოცოთ მათ და მადლობა გადავუხადოთ, ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

მსგავსი თემები