,,ომის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი. ამის შესახებ მან კვირას პარიზში გამართულ ღონისძიებაზე შეხვედრა მშვიდობისთვის ისაუბრა, რომელიც ორგანიზებული იყო Sant’Egidio-ს კათოლიკური საზოგადოების მიერ.

,,ომის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ვიფიქროთ ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან”, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ხვალინდელი მშვიდობა ევროპაში ახალ ფორმაში და ახალ რეალობაში მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას.

,,ეს უდავოდ არის დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ჩვენი ამჟამინდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა, რადგან იგი ჩაფიქრებული იყო მეორე მსოფლიო ომის ბოლოს და, შესაბამისად, არ გააჩნდა პრობლემები, რომლებიც შემდგომში გაჩნდა და გახდა დომინანტი”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე, რომელსაც რელიგიური ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ესწრებოდნენ, მაკრონმა თქვა, რომ გასათვალისწინებელია, რომ „ამ პლანეტაზე ადგილების გამოყოფისას ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებიდან ბევრი არც არსებობდა“. მისი თქმით, სწორედ ამიტომ საერთაშორისო წესრიგი, რომელშიც დღეს მსოფლიო ცხოვრობს ,,იბლოკება”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამ საკითხს გაეროს მომავალ შეხვედრაზე დაუბრუნდება. ის სამშაბათს და ოთხშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იქნება.

,,ჩვენ გვჭირდება წესრიგი, რომლის დროსაც ერთს ან მეორეს არ შეუძლია დაბლოკოს სხვები და სადაც ქვეყნები არიან წარმოდგენილი ღირსეულად და, შესაბამისად, ამას აკეთებენ ბევრად უფრო სამართლიანი ორგანოების მეშვეობით, იქნება ეს გაერო, მსოფლიო ბანკი თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი,”- განაცხადა მან.

მსგავსი თემები