„ის კარგი ბიჭია“- რას წერს ტედი რინერი, რომელთანაც შეკამათების გამო თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო

„საქართველოს ჯუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა“- ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტს ფრანგი სპორტსმენი ეხმაურება.

ტედი რინერი ამბობს, რომ მასა და ქართველ ძიუდოისტ გურამ თუშიშვილს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის.

„საქართველოს ჯუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“ | ამბობს ტედი რინერი.

შეგახსენებთ, ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის შეკამათება ფრანგი სპორტსმენის ჟესტს მოჰყვა. მომხდარის გამო, თუშიშვილი შეჯიბრს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა და მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

 

მსგავსი თემები