ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 35. ინფორმაციას სახელმწიფო მაუწყებელი CC-TV ავრცელებს. მომეტებული საფრთხის გამო აუცილებელი გახდა ხალხის ევაკუაცია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.