„წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“- გოდოლაძე

„გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.

„გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით, რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობდა. ღარის ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე, ფაქტობრივად, ცხადია, რომ პროცესებმა, კლდის დაშლამ ინტენსიური სახე მიიღო უკვე თბილისის დროით, 13:00 საათზე. ჩამოშლილმა მასამ დაახლოებით 12 კმ გაიარა, საუბარია 3 მილიონ კუბ მასაზე. დიდი მასაა ხეობაში ჩამოტანილი, დაწყებული კლდის ნამსხვრევებიდან, ლოდები დაახლოებით 200 ტონაა. უზარმაზარ ქვებზე და ლოდებზეა საუბარი, რომელიც ჩამოიტანა მდინარემ შოვის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოტანის აგენტად გვევლინება წყალი, ეს საკმარისი წყალი იყო იმისთვის, რომ ხელშემწყობი პირობა ყოფილიყო ამ დიდი მასის ტრანსპორტირებისთვის მდინარის ხეობაში. ზუსტად ტრანსპორტირების დროს არის შეგროვებული 3 მლნ კუბი, რაც ვიხილეთ შოვის ტერიტორიაზე“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

გოდოლაძე ამბობს, რომ  შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ადამიანების ევაკუაცია აუცილებლად შეიძლებოდა.

 

მსგავსი თემები