ისმაილ ჰანიეს გლოვის გამო ისრაელის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს

ისრაელში თურქეთის ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დიპლომატიურმა მისიამ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად საელჩოს შენობაზე დროშა დაუშვა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტროში აცხადებენ, რომ  „ისრაელის სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი, როდესაც გლოვა ცხადდება ისეთი მკვლელის გამო, როგორიც ისმაილ ჰანიე იყო“. „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი თეირანში მოკლეს, როდესაც ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.  

მეტი...

ტრამპმა რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლას „პუტინისთვის გამარჯვება“ უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაფორმებული პატიმრების გაცვლის შეთანხმებას „პუტინისთვის გამარჯვება“ უწოდა. „ეს ჩვენთან ერთად არ მოხდებოდა. ჩვენ მას დავიბრუნებდით. ჩვენ საფასურის გადახდა არ მოგვიწევდა. ჩვენ არ მოგვიწევდა მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი მკვლელის გაშვება, რადგან როგორც იცით, სწორედ ასე მოხდა. ეს გარიგება ძალიან კომპლექსურია, რადგან ის ახლახან გამჟღავნდა. სწორედ ამიტომ, ეს შეთანხმება არავის არ ესმის და ისინი ართულებენ ამ შეთანხმებას, რათა თქვენ ვერ გააცნობიეროთ, რამდენად ცუდია ეს შეთანხმება ჩვენთვის“-  განაცხადა დონალდ ტრამპმა მედიასთან ინტერვიუში. ცნობისთვის, შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის, ამერიკელების გარდა,…

მეტი...

63 წლის ქალმა დედის მომვლელი სასტიკად სცემა-რა მოხდა კასპში?!

კასპის რაიონის სოფელ ეზატში  70 წლის ჟუჟუნა ოთიაშვილი რამდენიმე დღის წინ სასტიკად სცემეს. შემთხვევა მეზობლის სახლში მოხდა, სადაც ქალი მოხუცის მომვლელად მუშაობდა. როგორც ჟუჟუნა ოთიაშვილი ყვება,  სახლის მეპატრონე ჯერ ხელ-ფეხით, შემდეგ კი ბლაგვი საგნით გაუსწორდა. დამსაქმებელი საკუთარ მეზობელს ოთხი წლის განმავლობაში გადახდილი ხელფასის უკან დაბრუნებას სთხოვდა, მიზეზად კი არასათანადოდ მუშაობას ასახელებდა. „გამეტებით მირტყამდა თავის არეში-ყველგან. წამაქცია და ფეხით გამისწორდა. თავის ტკივილები მაქვს. მაშინებდა სახლის გადაწვით, მაშანტაჟებდა“- ამბობს დაზარალებული. მომხდარის შესახებ პოლიციას, სავარაუდოდ, ადგილობრივებმა აცნობეს. ძალადობის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამართალდამცველებმა დამსაქმებელი, 63 წლის ნაირა ჩიტაშვილი დააკავეს.  

მეტი...

“ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია, თავს დამცირებულად ვგრძნობთ”- ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების ისტორიულ გაცვლასთან დაკავშირებით მათი ოჯახისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.  ხანგოშვილის თქმით, ის ახლა თავს დამცირებულად გრძნობს, რადგან მისი ძმის მკვლელი თავისუფალია. ამის შესახებ, მან ინტერვიუ გერმანულ გამოცემა “Bild”-ს მისცა. „ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ. შვილები დაობლდნენ, მე საყვარელი ძმა დავკარგე, მკვლელს კი შეუძლია საკუთარ ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია” – ამბობს ხანგოშვილი. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თავისუფალია და ის ვლადიმერ პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს. ვადიმ კრასიკოვი პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა.

მეტი...

რუსეთში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა-დაიღუპა 6 ადამიანი

რუსეთში, ნიჟნი ტაგილში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს სრულად ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ბავშვია. კორპუსის ჩამონგრევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია. ნანგრევრებში ეძებენ 3 ადამიანს. მათი ადგილსამყოფლის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 10 ბავშვია.      

მეტი...

ვარაუდობენ, რომ უკრაინას 400 ათასამდე მოქალაქე დატოვებს

უკრაინის ეროვნული ბანკი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობს. ინფორმაციას მედია ავრცელებს. აღინიშნება, რომ მოქალაქეების გადინება 2024-2025 წლებშია მოსალოდნელი, საუბარია, დაახლოებით, 400 და 300 ათასს ადამიანზე. პროგნოზი აპრილის ანგარიშთან შედარებით გაუარესდა და ამის მიზეზად სახელდება უკრაინის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, რასაც თან ახლავს ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა.

მეტი...

“ჩვენ მზად ვართ შორს წავიდეთ”- ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი

„ისრაელი მზად არის “შორს წავიდეს”, რათა დაარტყას ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება“- ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ სამხედროებთან საუბარში განაცხადა. ჰერზი ჰალევი ამბობს, რომ მათ იციან როგორ მოიპოვონ სადაზვერვო ინფორმაცია. “ისინი, ვინც თავს ესხმიან ისრაელის მოქალაქეებს, ვინც თავს ესხმიან ისრაელის სახელმწიფოს – ჩვენ მზად ვართ შორს წავიდეთ, ვიცით როგორ უნდა დიდი ძალისხმევის ჩადება ძალიან ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისთვის, თავდასხმისთვის და, ასევე, რისკებზე წასვლისთვის… დავარტყით ბეირუთში და ვურტყამთ ღაზაში, ძალიან ძლიერები ვიქნებით თავდაცვაში და ასევე ძალიან ძლიერად დავარტყამთ”  – განაცხადა ჰალევიმ.

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   „საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც. გისურვებთ წარმატებას!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

თბილისში გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სხვა დეტალები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან სვანიშვილი სახლიდან 1-ელ აგვისტოს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.  

მეტი...

“ჩემო ძვირფასო ქართველებო მინდა ისეთი დახვედრა იყოს ისტორიას რომ დარჩებადა”- ლაშა ბექაური

“ჩემო ძვირფასო ქართველებო მინდა ისეთი დახვედრა იყოს ისტორიას რომ დარჩებადა ყველას ერთად მინდა ჩაგეხუტოთ და მოგესიყვარულოთ“- წერს სოციალურ ქსელში ორგზის ჩემპიონი ლაშა ბექაური. ლაშა ბექაურის თქმით, მას სურს გულშემატკივრებთან ერთად გაიზიაროს გამარჯვების სიხარული. „მინდა თქვენი ენერგია მივიღო და თქვენთან ერთად გავიზიარო ეს უდიდებულესი სიხარული მიყვარხართ!”-  წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მეტი...

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.58 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.21 თეთრით გაუფასურდა. დღეს, 2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7075 ლარია, ერთი ევროსი კი  2.9292 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.76 ლარი ღირს, 1 ევრო 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.72 ლარია, ევროსი კი 2.97 ლარი.

მეტი...

ოლიმპიადაზე დისკვალიფიცირებულ თუშიშვილს ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს

ოლიმპიადაზე ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. გუნდურ შეჯიბრში 6 ბრძოლაა. მონაწილეობას 3 კაცი და 3 ქალი მიიღებს. ცნობისთვის, ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მეტი...

„ჯო ბაიდენი ცდილობს, სხვისი მიღწევები მიისაკუთროს“ – ლუკაშენკო

რუსეთთან პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პროცესში ჯო ბაიდენის არანაირი წვლილი ყოფილა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, სხვისი მიღწევები მიისაკუთროს. „დავეხმარეთ, როგორც შეგვეძლო, ხალხი გავათავისუფლეთ, რომლებსაც დასავლეთში სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მართალია ვიღაცებმა ეს მიიწერეს, მაგალითად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელსაც ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ამ მოლაპარაკებებს სპეცსამსახურები აწარმოებდნენ, დიპლომატებიც კი, არ იყვნენ ჩართულები, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჩუმად გავაკეთებდით. დაიწყეს მთელს მსოფლიოში ყვირილი. ასეთი რაღაცები ჩუმად კეთდება, აქ ხომ საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება“, – განაცხადა ლუკაშენკომ. „სასტიკი განსაცდელი დასრულებულია“ – შეაფასა ჯო ბაიდენმა რუსეთთან 16…

მეტი...

მეუღლისა და 2 ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის წევრის მიმართ იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქ.ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით აიძულა ჩამჯდარიყო მის ავტომობილში, რასაც ორი პირი – გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა მეუღლის და ზემოხსენებული ორი პირის მკვლელობა გადაწყვიტა, რის შემდეგაც იგი სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანით მათი მიმართულებით გაემართა, რა დროსაც მეუღლემ…

მეტი...

ოლიმპიურ თამაშებზე მოცურავემ აუზთან გონება დაკარგა

სლოვაკმა მოცურავე თამარა პოტოცკაიამ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, საკვალიფიკაციო ცურვის შემდეგ, აუზთან გონება დაკარგა. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საკაცით გაიყვანეს. 21 წლის მოცურავეს ექიმებმა ჟანგბადის ბალონი დაუმაგრეს და აუზის ტერიტორიიდან გაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ამ დროს სპორტსმენი უკვე გონზე იყო. პოტოცკაიასთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა. 21 წლის მოცურავე ფინიშის ხაზთან მე-7 იყო, მან 2 წუთი 14.20 წამი დააფიქსირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოლიმპიადის ნახევარფინალში გასულიყო.

მეტი...

,,უკრაინაში სამთავრობო დონეზე მორიგი საკადრო ცვლილება იგეგმება” – ზელენსკი

უკრაინაში სამთავრობო დონეზე მორიგი საკადრო ცვლილება იგეგმება. ამის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან უკვე ისაუბრა. ივლისში უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერდა, რომ ზელენსკის გარემოცვის ცნობით, ის სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეცვლას გეგმავს. „დღეს გავმართე თათბირი მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან აღდგენის საკითხზე. კერძოდ, ხარკოვში, პოლტავის ოლქში, ვოლინსა და როვნოში ვიზიტებისა და ჩატარებული თათბირების შედეგებზე. ეს ეხება ობიექტების მშენებლობების დასრულებას და აღდგენის საკვანძო პრიორიტეტებსაც, ასევე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, უზრუნველყონ სახელმწიფო ამოცანების სრული შესრულება. სამთავრობო დონეზე მზადდება საკადრო გადაწყვეტილებები, ასევე დამატებითი გადაწყვეტილებები, რომ უკვე ამ…

მეტი...

სასტიკი მოპყრობა ცხოველის მიმართ – ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. სამართალდამცველებმა ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.…

მეტი...

ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა

,,ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, სადაც უფასოდ შეძლებენ პირადობის მოწმობის შეცვლას”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, 2024 წლის 1 ივლისიდან, კანონის ძალით, საქართველოში, იურიდიული 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს ძალა დაეკარგა. „იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ, მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი…

მეტი...

,,ჩვენ შეგვიძლია დღეს სიამაყით ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გახდა ჩვენთვის მაგალითი” – მეუფე შიო პატრიარქზე

,,დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს. ჩვენ შეგვიძლია დღეს სიამაყით ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გახდა ჩვენთვის მაგალითი. მოშურნეობისა, სიყვარულისა, ერთგულებისა, სიმტკიცისა და სიმამაცისა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ქადაგებაზე განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს – ილიაობას. დღეს არის დიდი წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენება, რომელიც მოღვაწეობდა ქრისტესშობამდე მე-10 საუკუნეში ისრაელის სამეფოსა და იუდეაში. დღეს არის აგრეთვე წმინდა ილია…

მეტი...

„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ცხედარი კატარში გადაასვენეს, სადაც დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ცხედარი, კატარში გადაასვენეს, სადაც მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. დოჰას აეროპორტში სპეციალურ თვითმფრინავს დაჯგუფების ლიდერები, მათ შორის ყოფილი მეთაური ჰალედ მაშალიც დახვდა. ისმაილ ჰანიე თეირანში, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მეორე დღეს მოკლეს. ფაქტმა ისრაელის მიმართა შურისძიებისა და ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის მასშტაბის გაზრდის რისკი გააძლიერა. მკვლელობის შემდეგ გავრცელდა ვარაუდი, რომ ჰანიეზე თავდასხმა ისრაელის მიერ იყო ორგანიზებული. მომხდარზე ისრაელი პასუხისმგებლობას არ იღებს, ქვეყნის პრემიერი ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ ჰანიეს მკვლელობაზე კომენტარს არ გააკეთებს.

მეტი...

,,ილია სულამანიძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი კარიერა წარმატებით წარმართოს” – თეა წულუკიანი

,,ილია სულამანიძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი კარიერა მომავალში წარმატებით წარმართოს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და პარიზის ოლიმპიადაზე ილია სულამანიძის ასპარეზობის შესახებ კომენტარი გააკეთა. „დარბაზში უკიდურესად მაღალი ხარისხის დაძაბულობა იყო. ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ოქროს მედალი, მაგრამ ჩვენ ვერცხლის ოლიმპიური მედალი მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამარჯვებაა და გაკვეთილიც“, – აღნიშნა წულუკიანმა. ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ლევან სვანიშვილი სახლიდან 1 აგვისტოს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მას თან არ აქვს ტელეფონი. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ძმასთან: 558440089

მეტი...

სპეცრაზმელის მიერ თანასოფლელის ცემის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო ი.ბ., თუმცა მან აღნიშნულის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) დაუსწრებლად წარედგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულია…

მეტი...

,,პროკურატურა ამაოდ ცდილობს, რაღაც დამაბრალოს” – იოსებ ბაბაევი

გორის რაიონულ სასამართლოში ანტისაოკუპაციო ,,რესტო ბარის” მფლობელის, იოსებ ბაბაევის პროცესი გაიმართა. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თავად ბიზნესმენი კი ამტკიცებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს იოსებ ბაბაევი ქალაქში გადაადგილდებოდა ავტომობილით, რომელშიც იარაღიც ჰქონდა და ,,ქუჩურ გარჩევას” აპირებდა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ამოიღეს ავტომატი და ,,მაკაროვის” ტიპის იარაღი. დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული გამოგონილი ისტორიაა, რაც დასტურდება ექსპერტიზის პასუხების ნაწილიც. იარაღზე ბაბაევის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მოსამართლე დავით მაკარაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარის შუამდგომლობები. დაცვის მხარე საქმის საერთოდ შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, განხილვა…

მეტი...

გურამ თუშიშვილმა რინერთან შელაპარაკების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო

ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ქართველმა თანაბარ ორთაბრძოლაში ვაზარი გაუშვა და რინერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

მეტი...

მარნეულში 4 წლის ბიჭს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა – ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაცია თავდაპირველად ,,რადიო მარნეულმა” გაავრცელა. მათი ცნობით, მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში, 1 აგვისტოს შეიყვანეს ბავშვი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის” პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლები და ნათესავები აცხადებდნენ, რომ არასრულწლოვანი ბიჭი თამაშისას დაეცა და თავის დაზიანება მიიღო, კვლევების შემდეგ კი დადასტურდა, რომ არასრულწლოვანს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

მეტი...

„ჩემთვის ჩემპიონი ხარ“ – ცოტნე ივანიშვილი ილია სულამანიძეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მის ამ გამარჯვებას, სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილი გამოეხმაურა: „ჩემთვის ჩემპიონი ხარ, გილოცავ“, – წერს ცოტნე ივანიშვილი.

მეტი...

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის გამო, თურქეთში 2 აგვისტოს გლოვა გამოცხადდა

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, თურქეთში 2 აგვისტოს გლოვა გამოცხადდა. „იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა პალესტინური საქმის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი პალესტინელი ძმებისადმი, 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო“, – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელ X-ში. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი და ქვეყნის სახელით სამძიმარი გამოუცხადა პალესტინელ ხალხს.  

მეტი...

გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. თუშიშვილმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, მაგრამ რინერმა ილეთის გაკეთება მაინც მოახერხა და ნეხევარფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მეტი...

წვიმა ელჭექით და ტემპერატურის კლება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დედაქლაქში –  თბილისში 2 გვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექოდ ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-5 აგვისტოს დღის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი.…

მეტი...

სემეკში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, (სემეკ) USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ქალი სტაჟიორების 6 თვიანი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ელეონორა ლაგვილავა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სტაჟირების პროგრამის შედეგები, ქალი სტაჟიორების შეფასებები პროგრამასთან დაკავშრებით. სტაჟიორების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრამის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერების კუთხით. პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ენერგეტიკის სექტორში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, სემეკის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე…

მეტი...

ისმაილ ჰანიე თეირანში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა – NYT

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე ბომბის აფეთქების და არა სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა. The New York Times-ის ინფორმაციით, ბომბი იმ სახლში, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, დაახლოებით 2 თვის წინ დაამონტაჟეს. სახლი თეირანის პრესტიჟულ უბანში მდებარე კომპლექს „ნეშათის“ ნაწილი იყო. მას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იცავდა. გამოცემას ხუთმა წყარომ განუცხადა, რომ ბომბი დისტანციურად აამოქმედეს, მაშინ როდესაც დადასტურდა, რომ ჰანიე იმ სახლში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ჰანიე იმ სახლში პირველად არ რჩებოდა. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. „ჰამასმა“ მომხდარზე…

მეტი...

გურამ თუშიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა მოიგო. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე სენეგალელი მბანგნიკ ნდიაიე იყო. თუშიშვილმა სენეგალელ ძიუდოისტს იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გადავიდა. გურამ თუშიშვილის მეტოქე ოლიმპიადის 1/4 ფინალში ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იქნება. რინერი ორგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონია.  

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

მეტი...

„ქედს ვიხრი შენს წინაშე, გაგიმარჯოს მაგარო კაცო. თუ როდესმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – მელიტა ფურცელაძე

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ძიუდოისტის გამარჯვებას, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა: „გილოცავ, ჩემო ლაშა, თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით. “რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“ ქედს ვიხრი შენს წინაშე… მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო,“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

მეტი...

ბელგიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ბელგიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ „ფეისბუკ“ ჩატში გავრცელდა. „ძალიან სამწუხარო ამბავი, მეგობრებო… ბელგიის ქართულ დიასპორას გამოაკლდა ღირსეული ადამიანი, ჩვენი დავით გოგიბერიძე,“ – ნათქვამია ინფორმაციაში. „ეჰ!… დათო იყო სცენისთვის დაბადებული, საოცრად არტისტული, მუსიკალური და გემოვნებიანი … იშვიათი ადამიანი“; „რა სამწუხაროა, დავითი საოცარი ადამიანი… უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი…“ – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

მეტი...