“ჩვენ მზად ვართ შორს წავიდეთ”- ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი

„ისრაელი მზად არის “შორს წავიდეს”, რათა დაარტყას ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება“- ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ სამხედროებთან საუბარში განაცხადა.

ჰერზი ჰალევი ამბობს, რომ მათ იციან როგორ მოიპოვონ სადაზვერვო ინფორმაცია.

“ისინი, ვინც თავს ესხმიან ისრაელის მოქალაქეებს, ვინც თავს ესხმიან ისრაელის სახელმწიფოს – ჩვენ მზად ვართ შორს წავიდეთ, ვიცით როგორ უნდა დიდი ძალისხმევის ჩადება ძალიან ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისთვის, თავდასხმისთვის და, ასევე, რისკებზე წასვლისთვის… დავარტყით ბეირუთში და ვურტყამთ ღაზაში, ძალიან ძლიერები ვიქნებით თავდაცვაში და ასევე ძალიან ძლიერად დავარტყამთ”  – განაცხადა ჰალევიმ.

მსგავსი თემები