ოლიმპიადაზე დისკვალიფიცირებულ თუშიშვილს ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს

ოლიმპიადაზე ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. გუნდურ შეჯიბრში 6 ბრძოლაა. მონაწილეობას 3 კაცი და 3 ქალი მიიღებს.

ცნობისთვის, ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი თემები