რუსეთში, ნიჟნი ტაგილში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს სრულად ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ბავშვია. კორპუსის ჩამონგრევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
ნანგრევრებში ეძებენ 3 ადამიანს. მათი ადგილსამყოფლის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 10 ბავშვია.