უკრაინის ეროვნული ბანკი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობს. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მოქალაქეების გადინება 2024-2025 წლებშია მოსალოდნელი, საუბარია, დაახლოებით, 400 და 300 ათასს ადამიანზე. პროგნოზი აპრილის ანგარიშთან შედარებით გაუარესდა და ამის მიზეზად სახელდება უკრაინის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, რასაც თან ახლავს ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა.