„ჯო ბაიდენი ცდილობს, სხვისი მიღწევები მიისაკუთროს“ – ლუკაშენკო

რუსეთთან პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პროცესში ჯო ბაიდენის არანაირი წვლილი ყოფილა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, სხვისი მიღწევები მიისაკუთროს.

„დავეხმარეთ, როგორც შეგვეძლო, ხალხი გავათავისუფლეთ, რომლებსაც დასავლეთში სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მართალია ვიღაცებმა ეს მიიწერეს, მაგალითად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელსაც ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ამ მოლაპარაკებებს სპეცსამსახურები აწარმოებდნენ, დიპლომატებიც კი, არ იყვნენ ჩართულები, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჩუმად გავაკეთებდით. დაიწყეს მთელს მსოფლიოში ყვირილი. ასეთი რაღაცები ჩუმად კეთდება, აქ ხომ საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

„სასტიკი განსაცდელი დასრულებულია“ – შეაფასა ჯო ბაიდენმა რუსეთთან 16 პატიმრის გაცვლა, რომლებსაც აეროპორტში თავად დახვდა.

ჯო ბაიდენმა პატიმრების გათავისუფლებას „დიპლომატიისა და მეგობრობის ღვაწლი“ უწოდა.

 

 

მსგავსი თემები