“ჩემო ძვირფასო ქართველებო მინდა ისეთი დახვედრა იყოს ისტორიას რომ დარჩებადა ყველას ერთად მინდა ჩაგეხუტოთ და მოგესიყვარულოთ“- წერს სოციალურ ქსელში ორგზის ჩემპიონი ლაშა ბექაური.
ლაშა ბექაურის თქმით, მას სურს გულშემატკივრებთან ერთად გაიზიაროს გამარჯვების სიხარული.
„მინდა თქვენი ენერგია მივიღო და თქვენთან ერთად გავიზიარო ეს უდიდებულესი სიხარული მიყვარხართ!”- წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.
ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.