„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, თურქეთში 2 აგვისტოს გლოვა გამოცხადდა.
„იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა პალესტინური საქმის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი პალესტინელი ძმებისადმი, 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო“, – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელ X-ში.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი და ქვეყნის სახელით სამძიმარი გამოუცხადა პალესტინელ ხალხს.