ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ცუდი შედეგი აჩვენა

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა“,- წერს Reuters-ი. გამოცემის ცნობით, პირველადი შედეგების თანახმად, ორბანის „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში, ხმების 44.2%-ით, 11 ადგილი მოიპოვეს, პიტერ მაგიარის მემარჯვენე- ცენტრისტული „ტიზა“ კი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 30%-ით. როგორც მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხლობს და ჯანსაღია. „საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

მეტი...

,,EU საქართველოს გაწევრიანების ნამდვილ შანსს აძლევს და ,,ოცნების” პასუხია არა” – ჰელსინკის კომისიის მრჩეველი

,,გასაოცარია, როდესაც ფიქრობ: EU საქართველოს გაწევრიანების ნამდვილ შანსს აძლევს და “ოცნების” პასუხია არა”, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ X-ზე დაწერა. ,,გასაოცარია, როდესაც ამაზე ფიქრობ: ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების ნამდვილ შანსს აძლევს, პლუს შანსებს უფრო მჭიდრო კავშირებისთვის აშშ-სთან და “ქართული ოცნების” პასუხია: “არა, ჩვენ გვირჩევნია ინტეგრირება იმ ქვეყანასთან, რომელიც სამჯერ შემოიჭრა ჩვენთან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ”, – წერს ჩეჩირე.

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ,,საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ,,საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ. „საქართველოს მიერ დროებით არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი, მიჰაი პოპსოი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას მოუწოდებს, გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. “სახელმწიფოებრიობის” აღიარება. „ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ლატვია არ ცნობს არც არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგებს. ლატვია…

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ მოუწოდებს ბენი განცს, ისრაელის ომის კაბინეტი არ დატოვოს

„ისრაელი არის ეგზისტენციალურ ომში მრავალ ფრონტზე, ბენი, ახლა არ არის დრო, რომ უარი თქვა კამპანიაზე – ახლა არის დრო, გავაერთიანოთ ძალები“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს გამარჯვებას და ომის ყველა მიზნის მიღწევას, „პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებას და ჰამასის განადგურებას“. შეგახსენებთ, გუშინ ბენი განცმა განაცხადა,  რომ ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა.

მეტი...

პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. ეგზიპტოლების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, ევროპარლამენტში 720-დან 398 დეპუტატი პროევროპული კოალიციიდან იქნება. ცნობილია, რომ უმრავლესობით წარმოდგენილი ევროპის სახალხო პარტია EPP 181 დეპუტატით იქნება, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) 135 დეპუტატით, პარტია ევროპულ განახლებას (Renew Europe) კი 82 დეპუტატი ეყოლება. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდა. 4 დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში ამომრჩევლები ხმის მისაცემად მიდიოდნენ, რათა ევროპარლამენტის 720 დეპუტატი აერჩიათ.  ამ დროისთვის 15 ქვეყნის წინასწარი შედეგებია ცნობილი.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის პარტია ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საპარლამენტო არჩევნების“ პირველადი შედეგების თანახმად, ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასი“, მესამეზე კი „კომუნისტური“ პარტია. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები გუშნ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, „კომუნისტური პარტია“, „სახალხო პარტია“, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი – მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი – ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული…

მეტი...

არჩევნებში მარცხის გამო ბელგიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნებში მისი პარტიის მარცხის გამო გადადგა. ის დროებით პრემიერმინისტრად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩება. ,,ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ჩვენ წავაგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი მთავრობა სწრაფად, სრული უფლებამოსილებით… ამომრჩეველთა გზავნილი ნათელია,” – განაცხადა დე კროომ. ცნობისთვის, დე კროოს პარტიამ “Open VLD” არჩევნებში ხმების 5.7% მიიღო, რაც 2019 წლის შედეგებთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. პრემიერის გარდა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დე კროოს პარტიის პრეზიდენტმა, ტომ ონგენამაც მიიღო. 8 მილიონზე მეტმა ბელგიელმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, რათა ხმა მიეცათ თავიანთი რეგიონალური და ეროვნული წარმომადგენლებისთვის და ევროპარლამენტის წევრებისთვის…

მეტი...

ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა

ბენი განცმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე ,,ჰამასის” თავდასხმის შემდეგ შექმნილ ომის კაბინეტს ტოვებს. ,,მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა”, – თქვა განცმა სატელევიზიო განცხადებაში და ისრაელის პრემიერი გააკრიტიკა. მისი თქმით, ნეთანიაჰუ ხელს უშლის ღაზის სექტორში რეალური გამარჯვებისკენ წინსვლას. ის ასევე ნეთანიაჰუს ადანაშაულებს საკუთარი “პოლიტიკური გადარჩენის” ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე მაღლა დაყენაბაში. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ “ცარიელ დაპირებებს იძლეოდა” და ქვეყანას სჭირდება სხვა მიმართულებით სვლა, რადგან ის მოელის, რომ ბრძლა წლები გაგრძელდება. განცმა მოუწოდა ნეთანიაჰუს დანიშნოს არჩევნები. გადადომას ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “ახლა ძალების გაერთიანების დროა”. ოპოზიციის ლიდერმა…

მეტი...

,,მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ მომავალ არჩევნებში” – ლე პენი მაკრონის გადაწყვეტილებაზე

,,ეს ისტორიული კენჭისყრა აჩვენებს, რომ როდესაც ხალხი ხმას აძლევს, ხალხი იმარჯვებს. მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ მომავალ არჩევნებში”, – ასე გამოეხმარა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ლიდერი მარინ ლე პენი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ამის შესახებ მან მხარდამჭერებს პარიზში გამართულ აქციაზე განუცხადა.

მეტი...

“ევროკავშირი არ აღიარებს “საპარლამენტო არჩევნებს” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში”-პიტერ სტანო

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პლატფორმა X-ზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ გამოაქვეყნა. “ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი”, – წერს სტანო პლატფორმა x-ზე. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის…

მეტი...

მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. Le Monde წერს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა კოალიციამ მეორე ადგილი დაიკავა. მოსახლეობისადმი მიმართვაში მაკრონმა განაცხადა, რომ ,,ისე ვერ მოიქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა”. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთში, მარინ ლე პენის გაერთიანებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მაკრონის პარტია გავიდა. ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს გაიმართება, მეორე კი 7 ივლისს.

მეტი...

დაპირისპირება ბათუმში – არიან დაჭრილები და დაშავებულები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გვიან ღამით, დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, არიან დაჭრილები და დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში რესტორნის სტუმრები მონაწილეობდნენ, ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა.

მეტი...

20 ივნისს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

20 ივნისს პარლამენტთან აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა ,,დაფიონია”. ,,ვფიქრობთ, რომ ყოველ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას. 2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ევროვნულ იდეებს) აქციის ღონისძიება ჩაინიშნება უახლოეს პერიოდში და მალევე გაიგებთ ზუსტ დროს”, – წერს ორგანიზაცია.

მეტი...

,,სეტყვა 15 წუთი გაგრძელდა, მოსავლის 80 პროცენტი აღარ არსებობს” – სტიქია იმერეთში

იმერეთში, სტიქიამ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა, თითქმის სრულად გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები, ვაზი და ხეხილი. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მათი მოსავლის 80 პროცენტი აღარ არსებობს. სტიქიის ზონებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს აღწერითი სამუშაოები. ზარალის შესწავლიან, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

მეტი...

სეტყვამ ზესტაფონში ვენახი გაანადგურა

ზესტაფონის, სოფელ სვირში ძლიერმა სეტყვამ ვენახი გაანადგურა. სტიქიამ დააზარალა ბაღდათის სოფლებიც. დასეტყვილია ხეხილი და ნათესები. დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია მოსვალის 80%. სტიქიის შედეგებს ებრძვიან დასავლეთ საქართველოში

მეტი...

„ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“- ისლანდიის საგარეო უწყება

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“-  აღნიშნულია განცხადებაში. „არ ვცნობთ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს“-აზერბაიჯანი

მეტი...

„არ ვცნობთ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს“-აზერბაიჯანი

“არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს” – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს“- აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

სტიქიის შედეგებს ებრძვიან დასავლეთ საქართველოში

განსაკუთრებით, რთული ვითარებაა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. ძლიერმა სეტყვამ დააზიანა ხეხილის ბაღები და გაანადგურა ვენახი. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია მოსავლის 80%. დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველები. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 15 წუთი გრძელდებოდა. უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონშიც.

მეტი...

რა ხდებოდა რიკოთზე, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო (ვიდეო)

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყალი და ლაფი ჩამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალქეებმა ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ გზა გაწმენდილია და  მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

მეტი...

“რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია“- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე  მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია. „რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“- აცხადებენ დეპარტამენტში.  

მეტი...

ბაღდათის ორ სოფელში სეტყვამ ხეხილის 80% გაანადგურა

სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვენახების, ხეხილის 80% დააზიანა – რთული ვითარებაა როგორც პირველ, ასევე მეორე ობჩაში. სტიქიამ გაანადგურა ნათესები, დააზიანა ხეხილი და ვენახები. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. “სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მსხვილი კოხი იყო. ვენახი, ფოთლები, მტევნები, რასაც მოხვდა ყველაფერი ჩამოყარა ძირს. დააზიანა ხილი. პომიდორი მქონდა, სულ ძირს ჩამოყარა. დაახლოებით 80% გაანადგურა“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

მეტი...

რუსეთი აფრიკელ სტუდენტებს საომრად უკრაინაში აგზავნის – Bloomberg

რუსეთი აწარმოებს გლობალურ კამპანიას უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირების მიზნით სულ მცირე 21 ქვეყანაში, მათ შორის აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთი მომგებიან პრემიებს და ხელფასს ჰპირდება, სანაცვლოდ მათ კონტრაქტორების გაფორმებას სთხოვს.  ამის შესახებ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს. ამავე ცნობით,  კრემლი ასევე აგზავნის ათასობით მიგრანტს და უცხოელ სტუდენტს, რათა იბრძოლონ რუსეთის ჯარებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის პიონერული ტაქტიკის გამოყენებით, რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იმუქრებიან, რომ არ გაუხანგრძლივებენ ვიზებს აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშაკებს, თუ ისინი არ დათანხმდებიან შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას“ – წერს გაზეთი ამ საკითხთან დაკავშირებით…

მეტი...

ბრიტანელი ტელეწამყვანი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს

ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი საბერძნეთის კუნძულ სიმიზე გარდაცვლილი იპოვეს. მას რამდენიმე დღეა ეძებენ. მედია წერს, რომ 67 წლის კაცი უგზო-უკვლოდ ოთხშაბათს მას შემდეგ დაიკარგა, რაც სანაპიროზე სასეირნოდ მარტო წავიდა. “ეს, რა თქმა უნდა, ისაა” – თქვა ქალაქის მერის მოადგილემ, ნიკიტას გრილისმა, ოფიციალური იდენტიფიკაციის მოლოდინში.

მეტი...

ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო უწყება ავრცელებს. „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“-  ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ინდონეზიაში პითონმა ქალი შეჭამა

ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი შეჭამა. მისი ცხედარი ქვეწარმავლის მუცელში მეორე დღეს იპოვეს. ინფორმაციას, BBC ავრცელებს.  ამავე ცნობით, ქალი ტყეში, სახლიდან არც თუ ისე შორს, ბაზრისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. მისი ძებნისას ბუჩქში 6 მეტრიანი პითონი აღმოაჩინეს, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი. სოფლის მაცხოვრებლებმა ცხოველი გაჭრეს და ქალი გველის მუცელში იპოვეს.

მეტი...

„აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი, ვინმე ქრისტო“- ირაკლი ზარქუა მოქალაქესთან მის დაპირისპირებაზე

 „კვირაობით დამყავს ხოლმე ჩემი ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ფოიეში წუთი-წუთზე ველოდებოდი ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა. ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა, მასა და მოქალაქეს შორის დაპირისპირებას.  ზარქუა ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქე, რომელმაც მას “მონა და მოღალატე” უწოდა,  “ნაც-აქტივისტი” აღმოჩნდა. „რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა) და ნუ მოიქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა. კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი…

მეტი...

აშშ და საფრანგეთი რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას მხარს დაჭერენ

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ამავე ცნობით,  პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი. „რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და შეიარაღების კონტროლის რეჟიმების უგულებელყოფა მიუღებელია. ამ კონტექსტში, საფრანგეთი და შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, მათ შორის უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის გზით“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ძლიერი სეტყვა იყო ბაღდათში

სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ ობჩაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ვენახები გაანადგურა. დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის, წვიმაა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს გმობს

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი ე.წ არჩევნები არის უკანონო. „იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო…

მეტი...

ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების სურვილების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

“შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში”- ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს. „პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის…

მეტი...

აშშ-ში ისრაელსა და “ჰამასს“ შორის  ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ

აშშ-ში  ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იყო. ათასობით დემონსტრანტი, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ ბანერებით მივიდა. “შეაჩერე გენოციდი“ და “შეაჩერე სამხედრო დახმარება ისრაელისთვის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და მოუწოდებდნენ ჯო ბაიდენს იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტაზე და არ დაუჭიროს მხარი ისრაელს.

მეტი...

2025 წლისთვის თელავის აეროპორტი პირველ ფრენებს მიიღებს

„თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ“- ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2025 წლისთვის პიველი ფრენებს მიიღებენ. მისივე განმარტებით, თელავის აეროპორტი შიდა მობილობას გაზრდის. „უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ სამშენებლო ტენდერს. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის მაისისთვის უკვე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ პირველი ფრენები მივიღოთ და თელავის აეროპორტი დავაკავშიროთ ყველა ჩვენს კერძო მფლობელობაში არსებულ აეროპორტს – ქუთაისს, ბათუმს, მესტიას, ამბროლაურსა, ასევე თბილისსაც საჭიროების შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს არის თელავთან.…

მეტი...

„მონა და მოღალატე“ ამჯერად ირაკლი ზარქუას ეძახეს (ვიდეო)

მმართველი პარტიის სხვა წევრების მსგავსად, ამჯერად მოქალაქემ უხერხული სიტუაცია უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი ზარქუას შეუქმნა. ზარქუას „მონა და მოღალატე“ მაშინ ეძახეს, როდესაც ის ანსამბლ „სუხიშვილების“ აკადემიაში იმყოფებოდა. „ერთ ამბავს არ ავტეხავ, მაგრამ გეტყვით „მონა და მოღალატე“ ხართ. ამ ბავშვებს უკარგავთ მომავალს. აქ სირცხვილია თქვენი ყოფნა, ეს ხალხი სამშობლოსთვის იბრძოდა. რას დაამსგავსეთ ქვეყანა?. თქვენ მალე მიბრძანდებით სადაც საჭიროა“- მიმართა ზარქუას მოქალაქემ.  

მეტი...

ევროკავშირმა და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს. ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“- აღნიშნულია ინფორმაციაში. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმდნენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების პროექტზე და მის დასრულებას ივნისის ბოლოს აპირებენ.  

მეტი...

ე.წ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, ხვალ, 10 ივნისის სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება. უმრავლესობის წევრების  განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი,მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.    

მეტი...

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება. ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასე გამოიყურება: ევრო 2024, 18 ივნისი: თურქეთი – საქართველო 20:00; 22 ივნისი: საქართველო – ჩეხეთი 17:00; 26 ივნისი: საქართველო – პორტუგალია 23:00.  

მეტი...