„მონა და მოღალატე“ ამჯერად ირაკლი ზარქუას ეძახეს (ვიდეო)

მმართველი პარტიის სხვა წევრების მსგავსად, ამჯერად მოქალაქემ უხერხული სიტუაცია უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი ზარქუას შეუქმნა. ზარქუას „მონა და მოღალატე“ მაშინ ეძახეს, როდესაც ის ანსამბლ „სუხიშვილების“ აკადემიაში იმყოფებოდა.

„ერთ ამბავს არ ავტეხავ, მაგრამ გეტყვით „მონა და მოღალატე“ ხართ. ამ ბავშვებს უკარგავთ მომავალს. აქ სირცხვილია თქვენი ყოფნა, ეს ხალხი სამშობლოსთვის იბრძოდა. რას დაამსგავსეთ ქვეყანა?. თქვენ მალე მიბრძანდებით სადაც საჭიროა“- მიმართა ზარქუას მოქალაქემ.

 

მსგავსი თემები