აშშ და საფრანგეთი რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას მხარს დაჭერენ

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ამავე ცნობით,  პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი.

„რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და შეიარაღების კონტროლის რეჟიმების უგულებელყოფა მიუღებელია. ამ კონტექსტში, საფრანგეთი და შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, მათ შორის უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის გზით“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები