ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა

ბენი განცმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე ,,ჰამასის” თავდასხმის შემდეგ შექმნილ ომის კაბინეტს ტოვებს.

,,მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა”, – თქვა განცმა სატელევიზიო განცხადებაში და ისრაელის პრემიერი გააკრიტიკა. მისი თქმით, ნეთანიაჰუ ხელს უშლის ღაზის სექტორში რეალური გამარჯვებისკენ წინსვლას. ის ასევე ნეთანიაჰუს ადანაშაულებს საკუთარი “პოლიტიკური გადარჩენის” ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე მაღლა დაყენაბაში. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ “ცარიელ დაპირებებს იძლეოდა” და ქვეყანას სჭირდება სხვა მიმართულებით სვლა, რადგან ის მოელის, რომ ბრძლა წლები გაგრძელდება.

განცმა მოუწოდა ნეთანიაჰუს დანიშნოს არჩევნები. გადადომას ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “ახლა ძალების გაერთიანების დროა”.

ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მხარი დაუჭირა განცის გადაწყვეტილებას, როგორც “მნიშვნელოვანი და სწორი”.

გასულ თვეში, განცმა ნეთანიაჰუს 8 ივნისი დაუსახელა ბოლო ვადად, რათა განემარტა, თუ როგორ მიაღწევდა ისრაელი თავის ექვს “სტრატეგიულ მიზანს”, მათ შორის ღაზის სექტორში “ჰამასის” მმართველობის დასრულებას, ტერიტორიისთვის მრავალეროვნული სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნას.

მსგავსი თემები